
ფეიენოორდი V მილანი
მილანი ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის ფაზის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრასთან, თუმცა ბოლო ტურში ზაგრების დინამოსთან მარცხით, იტალიური კლუბი პლეიოფის ზონაში მოხვდა. "როსონერის" მეტოქე იქნება გუნდი, რომლისგანაც რამდენიმე კვირის წინ, გადმოიბირეს მთავარი დამრტყმელი ძალა: სანტი ხიმენესი.
დიახ, ჯერ კიდევ 10 დღის წინ, მექსიკელი თავდამსხმელი როტერდამის ფეიენოორდის თავდამსხმელი იყო. 105 შეხვედრაში გატანილი 65 გოლის შემდეგ, 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ, "სამხრეთელთა" ექს-ფორვარდი "შავ-წითლებში" გადავიდა. დღეს ის აუცილებლად იქნება მოედანზე და ვნახოთ, რას იზამს 23 წლის შემტევი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ.
"თეთრ-წითლების" ყოფილი 29-ე ნომერი "ეშმაკების" ერთადერთი შენაძენი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ არის. მის გარდა, იტალიურმა კლუბმა დაიმატა კიდევ რამდენიმე მოთამაშე და ზოგადადაც, სერჟიო კონსეისაუს მოსვლით, სან სიროზე ახალი ერა დაიწყო. დღეს, მისი გუნდი პირველ ევროპულ რთულ გამოცდას ჩააბარებს.
სხვა მატჩები
ფეიენოორდი - მილანის პარალელურად, მიუნხენის ბაიერნი ესტუმრება გლაზგოს სელტიკს, ლისაბონის ბენფიკა კი მონაკოს. ადრინდელ შეხვედრად კი დღეს ბრიუგე - ბერგამოს ატალანტა გვაქვს. ყურადღების ცენტრში იქნება "რეკორდმაისტერის" სტუმრობა "კელტებთან" და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
ყოველთვის საინტერესოა ჰარი კეინის დაპირისპირება ბრიტანული გუნდის წინააღმდეგ და დღეს სწორედ ასეთი შემთხვევაა. ამის გარდა, ბავარიულ გუნდსა და "სამყურებს", ორივეს აქვთ მოგებული ჩემპიონთა ლიგა, რაც დღევანდელ დაპირისპირებას დამატებით ისტორიულ ხიბლს მატებს.
21:45 - ბრიუგე-ატალანტა
23:55 - სელტიკი-ბაიერნი
23:55 - ფეიენოორდი-მილანი
23:55 - მონაკო-ბენფიკა











