დღეს გაიმართება კონფერენს ლიგის საკცალიფიკაციო ეტაპის მატჩები, სადაც ორი ქართული კლუბი იასპარეზებს.
ქუთაისის ტორპედო საკუთარ მოედანზე ყაზახურ ორდაბასს, ხოლო გორის დილა სტუმრად ლუქსემბურგის რასინგს დაუპირისპირდება. ორივე გუნდმა გუშინ მატჩისწინა ვარჯიში გამართა და რა თქმა უნდა, მიზანი გამარჯვებაა.
ევროტურნირების წინ, ტორპედომ რამდენიმე ახალწვეული დაიმატა, მათ სუპერთასზე უკვე ითამაშეს და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ვლადიმერ მამუჩაშვილი კი საერთოდ გუნდის კაპიტანი გახდა.
ორდაბასი მიმდინარე სეზონში არც თუ კარგ შედეგებს აჩვენებს, ცხრილის შუა ნაწილშია და ზედიზედ სამი თამაშია არ მოუგია. ამ გუნდში თამაშობს ქართველი ფორვარდი ლუკა იმნაძე, რომელიც ძირითადის ფეხბურთელის წევრია.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმაც და კაპიტანმაც განაცხადეს, რომ ორდაბასთან მატჩში მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავლენ.
დირკ შუსტერი:"ხვალინდელი მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ დაცვაში და შეტევაში, რათა წარმატებას მივაღწიოთ. გვყავს ახალი ფეხბურთელებიც. აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და მიწევს არჩევანის გაკეთება, თუ ვინ უნდა დაიწყოს სასტარტოში. ორდაბასი ძლიერი გუნდია. შევეცდებით, მომდევნო ორ მატჩში გავიმარჯვოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. კარგია, რომ გუნდში ასეთი კონკურენციაა. ეს ხარისხს უფრო გაზრდის"
ვლადიმერ მამუჩაშვილი:"ვფიქრობ, გუნდი ხვალ წარმატებით სათამაშოდ მზად არის. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ვეცდებით, გავიმარჯვოთ. მადლობას ვუხდი გუნდს, რომ კაპიტნად ამირჩიეს. ეს დიდი პატივია და ისეთი გუნდის კაპიტნობა, როგორიც ტორპედოა, ღირსეულად უნდა ვატარო"
რაც შეეხება გორის დილას, გორელები ამ შეხვედრას იდეალურ განწყობაზე ხვდებია, ცოტა ხნის წინ, საქართველოს სუპერთასი მოიგეს და რასინგთან მატჩში მოედანზე უფრო თავდაჯერებულები გავლენ.
მიუხედავად იმისა, რომ დილას ძალიან ბევრი ლეგიონერი ჰყავს, ამ გუნდის ქართველი ფეხბურთელებიც მოწოდების სიმაღლეზე არიან და კარგ ფორმაში არიან - მეკარე დავით კერესელიძე, ოთარ ფარულავა, შოთა შეყილაძე და სხვები.
უკვე დასრულებულ სეზონში, რასინგმა ლუქსემბურგის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროტურნირების საგზური მოიპოვა, თუმცა ამისთვის დიდი ბრძოლა დასჭირდა. რასინგს ჩემპიონატში ბოლო 5-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და ამან განაპირობა მათი ოთხეულში გასვლა.
ტორპედოსა და ორდაბასის შეხვედრა თბილისის დროით 20 საათზე, ხოლო დილასა და რასინგის მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.









