დღეს გაიმართება უეფას სუპერთასის შეხვედრა პსჟ-სა და ტოტენჰემს შორის, რომელიც იტალიის ქალაქ უდინეში გაიმართება. მოგეხსენებათ, პსჟ-მ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ტოტენჰემმა კი ევროპა ლიგა.
პარიზელებისთვის ყოველი საერთაშორისო ტიტული ისტორიის წერაა, რადგან კლუბი გასულ წლებში ტიტულებით განებივრებული არ იყო, შესაბამისად სუპერთასიც მათთვის პირველი ტიტული იქნება.
გადატვირთული კალენდარის გამო, პსჟ სულ რაღაც ერთი კვირაა შეიკრიბა და მხოლოდ 5 ვარჯიშის ჩატარება მოასწრეს, თუმცა ლუის ენრიკე თვლის, რომ გუნდი მაინც სრულმზადყოფნაშია.
ოფიციცალურად დადასტურდა, რომ კლუბს ჯანლუიჯი დონარუმა ტოვებს, რომელიც განაცხადში არაა და მისი წასვლა დროის საკითხია. დისკვალიფიკაციის გამო სუპერთასს ჟოაო ნევეში გამოტოვებს.
რაც შეეხება ტოტენჰემს, დეზებს მოსამზადებად ძალიან დიდი დრო ჰქონდათ და ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენეს. ტოტენჰემმა 6 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა,1 წააგო. ცოტა ხნის წინ, გუნდი მთავარმა ლიდერმა სონმა დატოვა.
თომას ფრანკი (ტოტენჰემის მწვრთნელი):"პსჟ ევროპის გამორჩეული კლუბია და რთული თამაში გველის. მათ უფრო ხანგრძლივი სეზონი ჰქონდათ, ამიტომ ფორმაში არ ყოფნას ისინიც არ უჩივიან. მოსამზადებელ ეტაპზე ბევრ კომპონენტზე ვიმუშავეთ. კვარაცხელია? ის საოცარი ფეხბურთელია, რომელიც ბურთთან ერთად შეუჩერებელია, თუმცა გვყავს ფეხბურთელები, რომლეთაც მისი განეიტრალება შეუძლიათ"
ლუის ენრიკე (პსჟ-ს მწვრთნელი): "მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონდა და ვნახავთ, რა იქნება ამის შედეგად მოედანზე. ტოტენჰემს ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომ მათი თამაშის შესწავლა რთულია. ჩვენი მიზანი ისტორიის წერა და ტიტულების მოგებაა. ახალ სეზონში ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგას ვუმიზნებთ"
პსჟ - ტოტენჰემი
უეფას სუპერთასი
13 აგვისტო, 23:00
ფრიულის სტადიონი, უდინე
მთავარი მსაჯი: ჟოაო პინეირო (პორტუგალია)
პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე, მენდეში, მარკინიოსი, პაჩო, ჰაკიმი, ზაირე-ემერი, რუისი, ვიტინია,დემბელე, დუე, კვარაცხელია









