პარის სენ-ჟერმენი VS ასტონ ვილა (23:00)
პარის სენ-ჟერმენის მორიგი პრემიერლიგური გამოცდა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დედაქალაქური გუნდის მეტოქე ლივერპული იყო. რაც შეეხება ასტონ ვილასთან თამაშს, პსჟ-სთვის ეს არის სიახლე, რადგან აღნიშნულ კლუბს აქამდე არასდროს შეხვედრილა. შეიძლება ითქვას, რომ ბირმინგემელები მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენები არიან.
"ვილანები" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდნენ პირველად, მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ტურნირს აღარ ჰქვია ჩემპიონთა თასი და როგორც ვხედავთ, ისინი რვა საუკეთესო კლუბს შორის არიან. გამოსარჩევია ისიც, რომ "ლომები" 1/8 ფინალში გავიდნენ პლეიოფის გარეშე, რაც დებიუტანტის კვალობაზე ასევე გამოსარჩევი შედეგია.
ლიგის ფაზაში მერვე ადგილის დაკავების შემდეგ, ვილა პარკის ბინადრები მერვედფინალში მოხვდნენ ავტომატურად და შემდეგ, მათ ბრიუგეს ბარიერის გადალახვა მოუწიათ. დღეს, უნაი ემერის გუნდის მეტოქე უკვე პარიზი არის. დედაქალაქურ კლუბს მოუწია პლეიოფის თამაში, რადგან ლიგის ფაზაში "ლურჯ-წითლები" მე-16 პოზიციაზე გავიდნენ.
მერვედფინალში გასვლამდე, ლუის ენრიკეს გუნდმა დაამარცხა ბრესტი, შემდეგ კი როგორც აღვნიშნეთ, მერსისაიდული გრანდი. აქვე დავამატებთ, რომ აღნიშნულ წყვილში მოგებული ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში მადრიდის რეალსა და ლონდონის არსენალს შორის ერთ-ერთს შეხვდება.
რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს ვერ ითამაშებენ, პარკ დე პრენსის ბინადრების მხრიდან ასეთი არის ორი - მარკინიოს კორეა (დისკვალიფიკაცია) და კან ინ ლი (ტრავმა). ასტონ ვილას კი არ ეყოლება როს ბარკლი, დონიელ მალენი და ანდრეს გარსია. სამივე მათგანი ტრავმირებულია.
მიმდინარე სეზონში აღნიშნული გუნდები ერთმანეთს უკვე შეხვედრილან. ლიგის ფაზაში ბარსელონამ სტუმრად დორტმუნდი 3:2 დაამარცხა. ამ დაპირისპირებას თუ არ ჩავთვლით, კატალონიელებმა ბორუსიას სხვადასხვა დროს კიდევ 2-ჯერ მოუგეს. ასევე 2 მატჩი ამ კლუბებს შორის ფრედ დასრულდა.
როგორც ვხედავთ, ვესტფალიელებს "ბლაუგრანა" არასდროს დაუმარცხებია. აღნიშნულ დაპირისპირებაში ყურადღების ცენტრში იქნება რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც თავის დროზე სწორედ "შვარცგელბენში" გაიბრწყინა. ვეტერანი ფორვარდი გერმანულ კლუბში თამაშობდა 2010-2014 წლებში და ამ დროის განმავლობაში პოლონელმა გოლეადორმა 187 შეხვედრაში 103 ბურთი გაიტანა.
სიგნალ იდუნა პარკის ბინადრების ყოფილი თავდამსხმელის კარიერაში შემდეგ იყო მიუნხენის ბაიერნი, 2022 წლიდან კი ის "ლურჯ-ბროწეულისფრების" ღირსებას იცავს. ასევე გამოსარჩევია კამპ ნოუს ბინადრების ამჟამინდელი დამრიგებლის, ჰანსი ფლიკის უბრალოდ ფენომენალური სტატისტიკა დორტმუნდის წინააღმდეგ: 6/6 მოგება.
დავუბრუნდეთ დღევანდელ მატჩს, რომელსაც ორივე გუნდის მხრიდან რამდენიმე ფეხბურთელი გამოტოვებს. ბარსელონას მხრიდან ესენი არიან - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, დანი ოლმო, დანი ოლმო, მარკ კასადო და მარკ ბერნალი. ბორუსიას კი არ ეყოლება მარკ საბიცერი, პასკალ გროსი, ნიკო შლოტერბეკი და ფილიპო მანე.











