შუა კვირაში გველოდება არაერთი გამორჩეული დაპირისპირება, როგორც შიდა ჩემპიონატებში, ისე თასებზეც. ცენტრალურ მატჩად ბარსელონასა და მადრიდის ატლეტიკოს შეხვედრა გვევლინება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ თამაშისგან.
ბარსელონა V ატლეტიკო
ბარსელონამ ისარგებლა მადრიდის რეალის სამმატჩიანი მშრალი სერიით და ლა ლიგაში პირველი ადგილი მიისაკუთრა. ახალი ლიდერი თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს 1 ქულით უსწრებს. იქვე ახლოს არის ატლეტიკოც, კატალონიელების, "სამეფო კლუბისა" და გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალის შემდეგ.
მადრიდული გუნდი "ბლაუგრანას" ამ მომენტისთვის სამი ქულით ჩამორჩება. როგორც ვხედავთ, სეზონის საკმაოდ მძიმე სტარტის შემდეგ, "როხიბლანკო" პრიმერა დივიზიონის ლიდერთა რიცხვში მაინც გაერია. ამ გუნდის სერია მართლაც შთამბეჭდავია: ზედიზედ 7 მოგება ყველა ტურნირზე ერთად.
დიეგო სიმეონეს გუნდის უკანასკნელი მარცხი თარიღდება 21 ოქტომბრით, ლონდონის არსენალთან ჩემპიონთა ლიგაზე. რაც შეეხება ლა ლიგაში დაფიქსირებულ შედეგს, მეტროპოლიტანოს ბინადრებმა ქულები ბოლოს დაკარგეს 5 ოქტომბერს, სტუმრად, ვიგოს სელტას წინააღმდეგ.
ეს იქნება აღნიშნული გუნდების რიგით 247-ე დაპირისპირება. 112-ჯერ იმარჯვეს კამპ ნოუს ბინადრებმა, 77-ჯერ - ატლეტიკოს ფეხბურთელებმა, 57 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბარსასა და მადრიდული კლუბის დუელში საუკეთესო გოლეადორი 32 ბურთით ლეო მესი არის.
მიმდინარე კვირის ყველა გამორჩეული მატჩი
| ფულჰემი - მანჩესტერ სიტი | 02/12/2025 | 23:30 | პრემიერ ლიგა |
| ბარსელონა - ატლეტიკო | 02/12/2025 | 23:55 | ლა ლიგა |
| იუვენტუსი - უდინეზე | 02/12/2025 | 23:55 | კოპა იტალია |
| ნაპოლი - კალიარი | 03/12/2025 | 21:00 | კოპა იტალია |
| ბილბაო - რეალი | 03/12/2025 | 22:00 | ლა ლიგა |
| მურსია - კადისი | 03/12/2025 | 23:00 | კოპა დელ რეი |
| არსენალი - ბრენტფორდი | 03/12/2025 | 23:30 | პრემიერ ლიგა |
| შტურმი - ტიროლი | 03/12/2025 | 23:30 | ბუნდესლიგა ავსტრია |
| უნიონი - ბაიერნი | 03/12/2025 | 23:45 | გერმანიის თასი |
| ჰამბურგი - კილი | 03/12/2025 | 23:45 | გერმანიის თასი |
| ლიდსი - ჩელსი | 03/12/2025 | 23:55 | პრემიერ ლიგა |
| ლივერპული - სანდერლენდი | 03/12/2025 | 23:55 | პრემიერ ლიგა |
| ინტერი - ვენეცია | 03/12/2025 | 23:55 | კოპა იტალია |
| ანტონიანო - ვილიარეალი | 03/12/2025 | 23:55 | კოპა დელ რეი |
| ლაციო - მილანი | 04/12/2025 | 23:55 | კოპა იტალია |
| მანჩესტერ იუნაიტედი - ვესტ ჰემი | 04/12/2025 | 23:55 | პრემიერ ლიგა |
| ბენფიკა - სპორტინგი | 05/12/2025 | 23:55 | პრიმეირა ლიგა |









