შაბათის მატჩის დღე და განსაკუთრებული დაპირისპირება ქართველი ლეგიონერისთვის - გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი ბარსელონას ესტუმრება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული მატჩისგან.
ბარსელონა V ვილიარეალი | 19:15
პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვიდა ბარსელონა, რომელმაც ვილიარეალს გასვლით მატჩში ანგარიშით 2:0 მოუგო. ვნახოთ, შეძლებს თუ არა მიქაუტაძე კატალონიელთა კარის აღებას ამჯერად. რაც შეეხება კლუბების სატურნირო მდგომარეობას, "ბლაუგრანაც" და "ყვითლებიც" არიან თავში, მაგრამ განსხვავებული მიზნებით.
კამპ ნოუს ბინადრები 61 ქულით ლა ლიგაში არიან პირველ ადგილზე, უახლოეს მდევარ მადრიდის რეალს უსწრებენ ერთი ქულით, მესამე პოზიციაზე მყოფ "სუბმარინას" კი 10-ით. ქართველი ფორვარდის გუნდისთვის "სამეფო კლუბისა" და ჰანსი ფლიკის შეგირდებისთვის კონკურენციის გაწევა რთულია, 4-ეულში დამკვიდრება კი ოპტიმალური ამოცანაა.
აუცილებლად სახსენებელია ის ფაქტი, რომ ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ჟორჟი გახდა. ახალგაზრდა თავდამსხმელი ნამდვილად კარგ ფორმაშია: 2026 წლის დაწყებიდან დღემდე, მან უკვე მოასწრო 5 ბურთის და 2 ასისტის გაფორმება. ვნახოთ, რას იზამს სერამიკას ბინადრების ფორვარდი ბარსასთან.
შაბათის მატჩის დღე
| ვერდერი - ჰაიდენჰაიმი | 18:30 | ბუნდესლიგა |
| ლივერპული - ვესტ ჰემი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| ბარსელონა - ვილიარეალი | 19:15 | ლა ლიგა |
| ვერონა - ნაპოლი | 21:00 | სერია ა |
| დორტმუნდი - ბაიერნი | 21:30 | ბუნდესლიგა |
| ლიდსი - მანჩესტერ სიტი | 21:30 | პრემიერ ლიგა |
| პაუ - სენტ ეტიენი | 23:00 | ლიგა 2 |
| ინტერი - ჯენოა | 23:45 | სერია ა |
| ლე ავრი - პსჟ | 23:55 | ლიგა 1 |
| ოვიედო - ატლეტიკო | 23:55 | ლა ლიგა |
| კასტელონი - რასინგი | 23:55 | ლა ლიგა 2 |
| სან ხოსე - ატლანტა | 04:30 | MLS |









