ატლეტიკო V რეალი (1:2)
პირველ შეხვედრაში იმარჯვა რეალმა - როდრიგო გოესის გოლს უპასუხა ხულიან ალვარესმა, საბოლოო წერტილი კი ბრაჰიმ დიასმა დასვა. დღეს, სტუმრებს აწყობთ ფრეც, "როხიბლანკოს" კი 2-ბურთიანი სხვაობით სჭირდება მოგება. მადრიდული დერბი დიდი ხანია გაცდა პრიმერა დივიზიონის საზღვრებს და ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ეს გუნდები ერთმანეთს მერვედ ხვდებიან.
მათ შორის ვიხილეთ ორი ფინალი, ერთი ნახევარფინალური დუელი და ერთიც მეოთხედფინალური - ყველა შემთხვევაში გამარჯვებული "სამეფო კლუბი" გამოვიდა. დიახ, დიეგო სიმეონეს არასდროს გაუგდია "ბლანკოსი" ევროსარბიელიდან და ამის გარდა, საფეხბურთო კარიერის დროს, მან ამ გუნდთან წააგო ყველაზე მეტი, 9 მატჩი.

"ინდიელების" ფეხბურთელის რანგში ყოფილი არგენტინელი ნახევარმცველის სტატისტიკა იყო განსაკუთრებით წარუმატებელი - ხუთიდან ხუთი მარცხი. ამის გარდა, "თეთრ-წითლების" ამჟამინდელ დამრიგებელს "გალაქტიკოსთან" წაუგია მილანის ინტერში, რომის ლაციოსა და სევილიაში თამაშის დროსაც.
შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში ლონდონის არსენალსა და პსვ ეინდჰოვენს შორის ერთ-ერთს შეხვდება. იმის გათვალისწინებით, რომ "მეთოფეებმა" "ფერმერებს" პირველ მატჩში გასვლაზე მოუგეს 7:1, პრაქტიკულად გადაწყვეტილი, თუ ვინ იქნება კარლო ანჩელოტის ან დიეგო სიმეონეს გუნდის მეტოქე 1/4 ფინალში.
არსენალისა და პსვ-ს დაპირისპირებაზე უკვე ვისაუბრეთ. დღეს, დორტმუნდის ბორუსია ესტუმრება ლილს - ამ გუნდების პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა. ასევე გამოსარჩევია ბირმინგემის ასტონ ვილას წინგადადგმული ნაბიჯი 1/4 ფინალისკენ - პრემიერ ლიგის წარმომადგენელმა ბრიუგეს პირველ მატჩში 3:1 მოუგო.
21:45 - ლილი-დორტმუნდი (1:1)
23:55 - ატლეტიკო-რეალი (1:2)
23:55 - არსენალი-პსვ (7:1)
23:55 - ასტონ ვილა-ბრიუგე (3:1)











