შაბათის მატჩის დღე და ამ დღის მთავარი დაპირისპირება - მანჩესტერ იუნაიტედი ტოტენჰემის წინააღმდეგ. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
მანჩესტერ იუნაიტედი V ტოტენჰემი | 16:30
რუბენ ამორიმის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მაიკლ კერიკის დაბრუნების შემდეგ, მან იუნაიტედი ოთხეულისისთვის ნამდვილ მებრძოლად ჩამოყალიბდა. ზედიზედ 3 მოგება, 41 ქულა და მე-4 პოზიცია. მანჩესტერელებმა გადაასწრეს მთავარ კონკურენტებს, ლივერპულსა და ლონდონის ჩელსის.
გამოსარჩევია ისიც, რომ "წითელი ეშმაკების" გამარჯვებათა სერიაში თანაქალაქელი მანჩესტერ სიტი და პრემიერ ლიგის ლიდერი, არსენალი მოყვნენ. ტოტენჰემის ასპარეზობას წარმატებულს ვერ ვიწოდებთ: მე-14 პოზიცია, 29 ქულა და გასავარდნ ზონასთან უფრო ახლოს ყოფნა, ვიდრე 4-ეულთან.
საინტერესოა ისიც, რომ ლონდონურ გუნდს პრემიერ ლიგაში 2026 წელს ჯერჯერობით ერთი გამარჯვებაც არ აქვს. ოთხი ფრე და ორი მარცხი - "მამლებისთვის" წელი სწორედ ასეთი შედეგებით დაიწყო. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისინი ნავსის გატეხვას ოლდ ტრაფორდზე.
შაბათის მატჩის დღე
| პადერბორნი - ნიურნებრგი | 16:00 | ბუნდესლიგა 2 |
| მანჩესტერ იუნაიტედი - ტოტენჰემი | 16:30 | პრემიერ ლიგა |
| საუთჰემპტონი - უოტფორდი | 16:30 | ჩემპიონშიპი |
| ფროზინონე - ვენეცია | 18:00 | სერია ბ |
| ჰაიდენჰაიმი - ჰამბურგი | 18:30 | ბუნდესლიგა |
| არსენალი - სანდერლენდი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| ვულვზი - ჩელსი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| ბარსელონა - მალიორკა | 19:15 | ლა ლიგა |
| ჯენოა - ნაპოლი | 21:00 | სერია ა |
| სენტ-ეტიენი - მონპელიე | 23:00 | ლიგა 2 |









