მილანი V ფეიენოორდი (0:1)
აღნიშნულ წყვილში ფავორიტად მოიაზრება მილანი, თუმცა პირველი შეხვედრის სცენარი იტალიური გუნდისთვის გეგმის მიხედვით არ წასულა. "როსონერიმ" წააგო მინიმალური ანგარიშით და ახლა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ამ გუნდს მინიმუმ 2-ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში, "შავ-წითლების" მოწინააღმდეგე თანაქალაქელ ინტერნაციონალესა და ლონდონის არსენალს შორის ერთ-ერთი იქნება. ეს მატჩი განსაკუთრები იქნება "ეშმაკების" ახალწვეული ფორვარდისთვის, სანტი ხიმენესისთვის, რომელიც კალჩოში სწორედ ფეიენოორდიდან გადმოვიდა.
მექსიკელმა თავდამსხმელმა სან სიროს ბინადრების შემადგენლობაში უკვე მოასწრო ორი ბურთის გატანა, თუმცა როტერდამში გამართულ შეხვედრაში მან მოედანი უგოლოდ დატოვა. ვნახოთ, რას იზამს სერჟიო კონსეისაუს გუნდის ფორვარდი "თეთრ-წითლებთან" ამჯერად, როდესაც შეცდომის დაშვების უფლება აღარ არის.
სხვა მატჩები
მილანი - ფეიენოორდის გარდა, კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება. გლაზგოში ანგარიშით 2:1 გამარჯვების შემდეგ, მიუნხენის ბაიერნი სელტიკს საკუთარ კედლებში მიიღებს. არ არის რთული გამოსაცნობი, თუ ვინ არის ფავორიტი ამ წყვილში. "რეკორდმაისტერისგან" განსხვავებით, იოლი გასეირნება არ ელის ბერგამოს ატალანტას, რომელმაც ბრიუგესთან პირველ მატჩში წააგო.
"ლა დეა" დამარცხდა ანგარიშით 1:2 და დღეს, მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით გამარჯვებას ეცდება. ბოლოს კი ლისაბონის ბენფიკა, რომელმაც პირველ მატჩში სტუმრად მონაკოსთან მოგებით, 1/8 ფინალისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. "არწივები" საქმის ბოლომდე მიყვანას უკვე შინაურ კედლებში ეცდებიან.
21:45 - მილანი-ფეიენოორდი (0:1)
23:55 - ბაიერნი-სელტიკი (2:1)
23:55 - ატალანტა-ბრიუგე (1:2)
23:55 - ბენფიკა-მონაკო (1:0)











