
პრემიერ ლიგა
მეხუთე ტური დაიხურება ორი შეხვედრით, ჯერ ბრაიტონი მიიღებს ნოტინგემ ფორესტს, შემდეგ კი სიტი - არსენალს. მასწავლებლისა და მოსწავლის დუელი: პეპ გუარდიოლა მიკელ არტეტას წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ წლების წინ, ლონდონელთა ამჟამინდელი დამრიგებელი სწორედ მანჩესტერულ კლუბში მუშაობდა.
"ქალაქელებიდან" წასვლის შემდეგ, ესპანელმა მწვრთნელმა ჩაიბარა "მეთოფეები", რომლებიც იმ დროს კრიზისში იმყოფებოდნენ. ამ გუნდისთვის სანატრელი იყო ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი, მაგრამ დღეს, "კანონირები" პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლები არიან. უკვე წლებია, რაც არტეტას გუნდი ჩემპიონობას ცდილობს, მაგრამ ყოველ ჯერზე მათ გუარდიოლა ჯობნის.

ვნახოთ, რა იქნება წელს, ესპანელი მწვრთნელის უკანასკნელ სეზონში ეტიჰადზე. რაც შეეხება გუნდების ამჟამინდელ მდგომარეობას - ოთხიდან ოთხი მოგებით სატურნირო ცხრილს ლიდერობს სწორედ სიტი, ორი ქულით ნაკლები ემირეითსის ბინადრებს აქვთ. დღეს მოგების შემთხვევაში, ისინი 1-ელ პოზიციაზე დაწინაურდებიან.
ფავორიტად მოიაზრება მანჩესტერული გუნდი, რომელიც შინაურ კედლებში თამაშობს. ამასთან ერთად, მოქმედი ჩემპიონი ისევ ისე მრისხანედ გამოიყურება, როგორც ბოლო წლებში. საოცარ ფორმაში იმყოფება ერლინგ ჰოლანდიც, რომელიც პრემიერ ლიგის სხვა გოლეადორებისთვის უბრალოდ მიუწვდომელია.
17:00 - ბრაიტონი-ნოტინგემი
19:30 - მანჩესტერ სიტი-არსენალი

ლა ლიგა
ლა ლიგაში უდიდესს ინტერესს იწვევს ბარსელონას სტუმრობა ვილიარეალთან. შიდა ჩემპიონატში სეზონის საოცრად დაწყების შემდეგ, ბევრისთვის მოულოდნელად, კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგაზე მონაკოსთან წააგეს. ვნახოთ, რა იქნება პრიმერა დივიზიონში, სადაც ამ გუნდს 5/5 მოგება აქვს. დღეს ასევე, ატლეტიკო რაიო ვალეკანოს ესტუმრება.
16:00 - ხეტაფე-ლეგანესი
18:15 - ბილბაო-სელტა
20:30 - ვილიარეალი-ბარსელონა
23:00 - რაიო-ატლეტიკო

სერია ა
კვირა დღის ცენტრალური დაპირისპირება - ინტერი მილანის წინააღმდეგ. სეზონის სტარტზე მოდის დედაქალაქის ვერცერთი წარმომადგენელი ვერ ბრწყინავს. "ნერაძურიმ" მოიგო 2 მატჩი, 2-ჯერაც ფრედ ითამაშა, "როსონერის" ანგარიშზე კი 1 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება არის. არსებობს მოსაზრება, რომ "გველებთან" მარცხის შემთხვევაში, "შავ-წითლები" პაულუ ფონსეკას დაემშვიდობებიან.
სერია ა-ში წარუმატებელ ასპარეზობას ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგაზე მარცხიც დაემატა. პორტუგალიელი მწვრთნელის სავარაუდო შემცვლელად განიხილებიან მაურიციო სარი, ედინ ტერზიჩი და იგორ ტუდორი. რაც შეეხებათ "შავ-ლურჯებს", მათი მეტოქე ევროსარბიელზე იყო სიტი, რომელთან მატჩიც 0:0 დასრულდა.

სიმონე ინძაგის გუნდის თამაში ბევრად დამაჯერებელი იყო, ვიდრე "ეშმაკების". როგორც გვახსოვს, შარშანდელ სეზონამდე ორივე გუნდის ანგარიშზე იყო 19-19 ჩემპიონობა, მაგრამ შემდეგ, ინტერმა მოიგო სკუდეტო, რითაც მე-2 ვარსკვლავი მეზობლებზე უფრო ადრე დაიხატა მაისურზე. ცხადია, ფონსეკას გუნდისთვის ეს დამატებითი მოტივაციაა: "ნერაძურისთან" მოგება და მომავალში ასევე მე-20 სკუდეტოს გაფორმება.
"გველების" მხრიდან ეს შეხვედრა განსაკუთრებული იქნება სამი ფეხბურთელისთვის - მატეო დარმიანისთვის, ფრანჩესკო აჩერბისა და ჰაკან ჩალჰანოღლუსთვის. "შავ-ლურჯების" აღნიშნული 3-ეული სხვადასხვა დროს სწორედ მილანში თამაშობდა. დღეს ასევე, რომას დამრიგებლის რანგში დებიუტი ივან ჯურიჩს ექნება.
14:30 - ფიორენტინა-ლაციო
17:00 - მონცა-ბოლონია
20:00 - რომა-უდინეზე
22:45 - ინტერი-მილანი
ბუნდესლიგა
დღეს ბუნდესლიგაში თავის შეხვედრას გამართავს ლევერკუზენის ბაიერი, რომელიც ვოლფსბურგს მიიღებს. ჩემპიონთა ლიგაზე როტერდამის ფეიენოორდის განადგურების შემდეგ, "ფარმაცევტებში" კარგი განწყობა სუფევს. ევროსარბიელზე მოიგო დორტმუნდის ბორუსიამაც, რომელიც მადრიდის რეალთან წაგებულ შტუტგარტს ესტუმრება.
17:30 - ლევერკუზენი-ვოლფსბურგი
19:30 - შტუტგარტი-დორტმუნდი
21:30 - სანქტ პაული-ლაიფციგი

ლიგა 1
ლიგა 1-ის ცენტრალურ შეხვედრაში მარსელი ლიონს ესტუმრება. გუნდების მდგომარეობა განსხვავებულია - მასპინძლები ოთხი ქულით, სატურნირო ცხრილის 10-ეულს მიღმა არიან, სამხრეთელები კი, პარის სენ-ჟერმენსა და მონაკოსთან ერთად, საჩემპიონო რბოლაში ასპარეზობენ. ცნობისთვის, მოქმედმა ჩემპიონმა რეიმსთან ქულები დაკარგა, რაც "თეთრ-ლურჯებისა" და "თავადებისთვის" დამატებითი მოტივაცია იქნება.
რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, რონში დაბრუნების შემდეგ, მას ჯერ გოლი არ აქვს გატანილი. უკანასკნელი შეხვედრები კი მან სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. იმედი დავიტოვოთ, რომ ქართველი ფორვარდი შეძლებს ნავსის გატეხვასა და თეთრი მაისურით 1-ელი ბურთის გატანას. შთამბეჭდავი იქნება, თუ "ლომების" შემტევი ამ ყველაფერს "პროვანსელების" წინააღმდეგ გააკეთებს.
17:00 - მონაკო-ლე ავრი
19:00 - ბრესტი-ტულუზა
19:00 - მონპელიე-ოსერი
19:00 - ანჟერი-ნანტი
22:45 - ლიონი-მარსელი

ლეგიონერები
მიქაუტაძის გარდა, თავის შეხვედრებს დღეს სხვა ქართველი ლეგიონერებიც ჩაატარებენ. საბა ლობჟანიძე ატლანტასთან ერთად ესტუმრება ნიუ იორკ რედ ბულსს, გიორგი არაბიძე ულსანთან ერთად კი - ინშეონს. გადმოვინაცვლოთ ევროპაში: ბუდუ ზივზივაძე კარლსრუესთან ერთად, მაგდებურგს ესტუმრება. შეგახსენებთ, ქართველი ფორვარდი ამ დროისთვის მე-2 ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადორია.
ავსტრიაში გაიმართება ქართული დერბი - ოთარ კიტეიშვილის შტურმ გრაცი სანდრო ალთუნაშვილის ვოლფსბერგერს მიიღებს. გიორგი კვერნაძის ფროზინონე ბარის, ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვა კი უნივერსიტატეა კლუჟს ესტუმრება. ასევე, საბერძნეთსა და კვიპროსში თავის მატჩებს ჩაატარებენ ლაშა დვალი, ლევან შენგელია და ლუკა გუგეშაშვილი.
03:30 - ნიუ იორკი-ატლანტა
14:00 - ინშეონი-ულსანი
15:30 - მაგდებურგი-კარლსრუე
16:30 - შტურმი-ვოლფსბერგერი
17:00 - ფროზინონე-ბარი
17:30 - ლევერკუზენი-ვოლფსბურგი
17:30 - ლევადიაკოსი-ოფი
19:00 - პანათინაიკოსი-პანსერაიკოსი
19:30 - მანჩესტერ სიტი-არსენალი
19:30 - შტუტგარტი-დორტმუნდი
20:00 - რომა-უდინეზე
20:00 - აპოელი-ნეა
20:30 - ვილიარეალი-ბარსელონა
22:30 - უნივერსიტატეა კლუჟი-კრაიოვა
22:45 - ინტერი-მილანი
22:45 - ლიონი-მარსელი
23:00 - რაიო-ატლეტიკო











