
პრემიერ ლიგა
იყო დრო, როდესაც მანჩესტერ სიტის მთავარი კონკურენტი საჩემპიონო ბრძოლაში იყო ლივერპული, თუმცა მიმდინარე სეზონში ყველაფერი შეიცვალა. საჩემპიონო გზაზე არიან "წითლები", "ქალაქელები" კი კრიზისიდან ამოსვლას ცდილობენ. ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალთან წაგების შემდეგ, "ლურჯები" მთელი ძალებით პრემიერ ლიგაზე გადაერთვებიან.
პეპ გუარდიოლას გუნდის მიზანი არის ოთხეულში დამკვიდრება, მერსისაიდელების კი დომინირების განმტკიცება. დღეს, გამარჯვების შემთხვევაში, "სქაუზერები" დააგროვებენ 64 ქულას და უახლოეს მდევარს, ლონდონის არსენალს 11 ქულით გაუსწრებენ. ეს იქნება ნამდვილად ხმამაღალი განაცხადი ჩემპიონობაზე.
18:00 - ნიუკასლი-ნოტინგემი
20:30 - მანჩესტერ სიტი-ლივერპული

ლა ლიგა
გუშინ იმარჯვეს ბარსელონამ და მადრიდის ატლეტიკომ, დღეს კი რეალის პასუხს ველოდებით. მოქმედი ჩემპიონი საკუთარ კედლებში ჟირონას მიიღებს. მოგების შემთხვევაში, მადრიდელები ქულებით გაუთანაბრდებიან "ბლაუგრანას", ქულების დაკარგვის შემთხვევაში კი პრიმერა დივიზიონს ეყოლება ერთპიროვნული ლიდერი: კატალონიური კლუბი.
17:00 - ბილბაო-ვალიადოლიდი
19:15 - რეალი-ჟირონა
21:30 - ხეტაფე-ბეტისი
23:55 - სოსიედადი-ლეგანესი

სერია ა
გუშინ, მილანის ინტერმა დაამარცხა ჯენოა და სერია ა-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ვნახოთ, როგორი იქნება ნაპოლის პასუხი, რომელიც დღეს კომოს ესტუმრება. დღეს ასევე ბერგამოს ატალანტა ესტუმრება საბა გოგლიჩიძის ემპოლის, ტურინის იუვენტუსი კი კალიარის.
15:30 - კომო-ნაპოლი
18:00 - ვერონა-ფიორენტინა
21:00 - ემპოლი-ატალანტა
23:45 - კალიარი-იუვენტუსი

ბუნდესლიგა
ბუნდესლიგაში ურთულესი გამოცდა ელის ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმს, რომელიც ლაიფციგს ესტუმრება. მისი გუნდი გერმანიის ჩემპიონატიდან გავარდნის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია, თავად ქართველ ფორვარდს კი გოლი ჯერ არ გაუტანია. დღეს ასევე გველის კიდევ ერთი საინტერესო მატჩი: მიუნხენის ბაიერნი - ფრანკფურტის აინტრახტი.
18:30 - ლაიფციგი-ჰაიდენჰაიმი
20:30 - ბაიერნი-აინტრახტი
22:30 - ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი

ლიგა 1
მთავარი მოვლენა - ხვიჩა კვარაცხელია V გიორგი მიქაუტაძე. ნაპოლიდან პარის სენ-ჟერმენში ტრანსფერის შემდეგ, ეს იქნება ვარსკვლავური შემტევის პირველი დუელი თანამემამულესთან. პსჟ-ში ყველაფერი კარგად არის: +10 ქულა უახლოეს მდევართან, მარსელის ოლიმპიკთან და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასვლა.
ამის გარდა, პარიზულ გუნდს ძალიან კარგად შეეწყო პერსონალურად ქართველი შემტევი, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე უკვე ორი გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა. ლიონში კი პრობლემებია და მდგომარეობის გამოსასწორებლად კლუბმა პიერ საჟის ნაცვლად პაულო ფონსეკა დანიშნა. ვნახოთ, რას იზამს პორტუგალიელი თავკაცი.
რაც შეეხება სავარაუდო შემადგენლობებს, "პარტენოპეის" ყოფილი ლიდერის ძალიან კარგი ფორმის გათვალისწინებით, მისი სასტარტოში ყოფნის ალბათობა საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება ოლიმპიკის ფორვარდს, ალექსანდერ ლაკაზეტმა ვერ მოასწრო ბოლომდე გამოჯანმრთელება, რაც ახალგაზრდა შემტევს ძირითადისკენ გზას უხსნის.
კვირის მატჩის დღის ყველა გამორჩეული დაპირისპირება:
15:30 - კომო-ნაპოლი
16:00 - უოტფორდი-ლუთონი
17:30 - შტურმი-ლინცი
18:30 - ლაიფციგი-ჰაიდენჰაიმი
19:15 - რეალი-ჟირონა
20:15 - სალერნიტანა-ფროზინონე
20:30 - მანჩესტერ სიტი-ლივერპული
20:30 - ბაიერნი-აინტრახტი
21:00 - ემპოლი-ატალანტა
21:30 - ლევანტესი-მირანდესი
23:45 - ლიონი-პსჟ
23:45 - კალიარი-იუვენტუსი











