დღეს გაიმართება ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩები. პირველ რიგში გამოსარჩევია გიორგი მიქაუტაძის ლიონის სტუმრობა მანჩესტერ იუნაიტედთან. განვიხილოთ როგორც აღნიშნული, ისე სხვა შეხვედრებიც.
მანჩესტერ იუნაიტედი V ლიონი (2:2) | 23:00
აღნიშნული გუნდების პირველ მატჩში დაფიქსირდა ფრე, 2:2. მიქაუტაძე ახლოს იყო გოლის გატანასთან, თუმცა მისი დარტყმული მოიგერია ანდრე ონანამ, მაგრამ ლიონმა მაინც შეაგდო, დამატებაზე ზუსტად რაიან შერკიმ ითამაშა. ქართველი ფორვარდი მანჩესტერის კარში გოლის გატანას დღესაც ეცდება.
ნახევარფინალში გასვლის გარდა, ოლიმპიკს აქვს სხვა მოტივაციაც - ამ გუნდს არასდროს დაუმარცხებია იუნაიტედი: ორი მარცხი და სამი ფრე. ვნახოთ, შეძლებენ, თუ არა რონელები ნავსის გატეხვას დღეს. აქვე დავამატებთ, რომ ამ წყვილში მოგებული ატლეტიკ ბილბაოსა და გლაზგო რეინჯერსს შორის ერთ-ერთს შეხვდება.
რაც შეეხება გუნდების საკადრო პრობლემებს, "წითელი ეშმაკების" მხრიდან დღეს ვერ ვიხილავთ ჯონი ევანსს, მატის დე ლიხტს, ლისანდრო მარტინესს, ჯოშუა ზირკზესა და ამად დიალოს. "ლომების" მხრიდან კი მალიკ ფოფანასა და ერნესტ ნუამას.
ევროპა ლიგის 1/4 ფინალის ყველა მატჩი
| დაწყების დრო | წყვილი | ანგარიში პირველ მატჩში |
| 23:00 | მანჩესტერ იუნაიტედი - ლიონი | 2:2 |
| 23:00 | აინტრახტი - ტოტენჰემი | 1:1 |
| 23:00 | ბილბაო - რეინჯერსი | 0:0 |
| 23:00 | ლაციო - ბოდო გლიმტი | 0:2 |
კონფერენს ლიგის 1/4 ფინალის ყველა მატჩი
| დაწყების დრო | წყვილი | ანგარიში პირველ მატჩში |
| 20:45 | ფიორენტინა - სელიე | 2:1 |
| 20:45 | იაგელონია - ბეტისი | 0:2 |
| 23:00 | ჩელსი - ლეგია | 3:0 |
| 23:00 | რაპიდი - იურგარდენსი | 1:0 |









