შაბათის მატჩის დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში მადრიდის რეალი გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალს ესტუმრება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
ვილიარეალი V რეალი | 23:55
მიქაუტაძეს რეალის კარში გოლის გატანის გამოცდილება უკვე აქვს. პირველი წრის მატჩში ვილიარეალი დამარცხდა ანგარიშით 1:3 და ის ერთადერთი ბურთი სწორედ ქართველმა ფორვარდმა შეაგდო. პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურის წინ, მდგომარეობა ასეთია: მადრიდი ლიდერ ბარსელონას ჩამორჩება 1 ქულით, "ყვითლები" კი 41-41 ქულით მე3 - მე-4 პოზიციებს ატლეტიკოსთან ერთად იყოფენ.
აღსანიშნავია ის, რომ "სუბმარინასთვის" ევროსეზონი ოფიციალურად დასრულდა - ჩემპიონთა ლიგის ფაზის 24 საუკეთესოს შორის მოხვედრის თეორიული შანსი დაკარგულია. ეს ნიშნავს იმას, რომ სერამიკას ბინადრები მთელი ძალებით პრიმერა დივიზიონზე გადაერთვებიან.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით 55-ე მატჩი და იქამდე - 31-ჯერ იმარჯვა "სამეფო კლუბმა", ექვსჯერ - ვილიარეალმა, 17 თამაში ფრედ დასრულდა. კრიშტიანუ რონალდუმ სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების სახელით "ყვითლებს" სხვადასხვა დროს შეუგდო 13 ბურთი, რაც აღნიშნულ დუელში რეკორდული შედეგია.
შაბათის მატჩის დღე
| ბაიერნი - აუგსბურგი | 18:30 | ბუნდესლიგა |
| მანჩესტერ სიტი - ვულვზი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| ბლექბერნი - უოტფორდი | 19:00 | ჩემპიონშიპი |
| ბორნმუთი - ლივერპული | 21:30 | პრემიერ ლიგა |
| არუკა - სპორტინგი | 22:00 | პრიმეირა ლიგა |
| რეიმსი - სენტ ეტიენი | 23:00 | ლიგა 1 |
| რეალი - ვილიარეალი | 23:55 | ლა ლიგა |









