რეალი V ატლეტიკო
ეს იქნება რიგით 237-ე მადრიდული დერბი, უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე კი მეშვიდე. რეალმა იმარჯვა წინა ოთხ შეხვედრაში, ერთხელაც მოიგო ატლეტიკომ, ერთი თამაში კი ფრედ დასრულდა. აღნიშნულ დაპირისპირებებში შედის ორი ფინალი, ერთი 1/2 ფინალი და ერთი 1/4 ფინალიც.
როგორც ვიცით, "როხიბლანკოს" "სამეფო კლუბი" ჩემპიონთა ლიგიდან არასდროს გაუგდია, ვნახოთ, რა იქნება ამჯერად. დაპირისპირების საუკეთესო გოლეადორი არის კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც "ინდიელებს" სხვადასხვა დროს 22 ბურთი გაუტანა. ეს იქნება პირველი მადრიდული დერბი ლიგაზე, მას შემდეგ, რაც პორტუგალიელი ფორვარდი "ბლანკოსიდან" წავიდა.

რაც შეეხება გუნდების ამჟამინდელ მდგომარეობას, "თეთრებს" ტრავმის გამო არ ეყოლებათ დანი კარვახალი, ედერ მილიტაო, დანი სებალიოსი და ხესის ვალიეხო. დღევანდელ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ჯუდ ბელინგემიც გამოტოვებს. "თეთრ-წითლების" მხრიდან კოკე რესურესიონი და პაბლო ბარიოსი არ იქნებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ლონდონის არსენალსა და პსვ ეინდჰოვენს შორის ერთ-ერთს შეხვდება. კარლო ანჩელოტისა და დიეგო სიმეონეს შორის გუნდებს საპასუხო მატჩი 12 მარტს გაიმართება.
მერვედფინალები გაიხსნება ბირმინგემის ასტონ ვილას სტუმრობით ბრიუგესთან, ასევე არსენალი ესტუმრება პსვ-ს, დორტმუნდის ბორუსია კი ლილს მიიღებს. ხვალ, გაიმართება 1/8 ფინალის დარჩენილი 4 მატჩი.
21:45 - ბრიუგე-ასტონ ვილა
23:55 - რეალი-ატლეტიკო
23:55 - პსვ-არსენალი
23:55 - დორტმუნდი-ლილი
კვარა და ჩემპიონთა ლიგა, ნაკრების მნიშვნელოვანი მატჩები სომხეთთან - სტუმრად ტატო ბაციკაძე ⚽️
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი 🩷 🎙
კვარა და ჩემპიონთა ლიგა, ნაკრების მნიშვნელოვანი მატჩები სომხეთთან - სტუმრად ტატო ბაციკაძე ⚽️
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი 🩷 🎙











