დღეს დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფი, ევროპის მხრიდან ოთხი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. კანდიდატებს შორის არის იტალიაც, რომლის მოწინააღმდეგე ჩრდილოეთ ირლანდია იქნება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
იტალია V ჩრდილოეთ ირლანდია | 23:45
მატჩი გაიმართება ბერგამოში, რომლის გამარჯვებული 31 მარტს ფინალური ადგილისთვის უელსსა და ბოსნიას შორის მოგებულს დაუპირისპირდება. უშუალოდ მუნდიალზე გასვლის შემთხვევაში კი აღნიშნული ოთხეულიდან ერთ-ერთი მოხვდება B ჯგუფში, შვეიცარიასთან, კანადასა და კატართან.
დავუბრუნდეთ დღევანდელ მატჩს, რომელშიც იტალიას ვერ დაეხმარებიან ფედერიკო კიეზა, ჯანლუკა სკამაკა, გულიელმო ვიკარიო, რიკარდო ორსოლინი და მატია ძაკანი. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სანდრო ტონალისა და ჯანლუკა მანჩინის თამაშიც. რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიას, დანაკლისი ასევე სერიოზულია, კონორ ბრედლის სახით.
საინტერესოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "სკუადრა აძურა" განადგურდა ნორვეგიის ეროვნულ გუნდთან (1:4), იქამდე კი იყო ზედიზედ 6-თამაშიანი მოგებათა სერია, რომელიც ასევე მთავარ კონკურენტთან წაგებით (0:3) დაიწყო. "ლურჯები" სკანდინავიელებთან ჯამში 1:7 განადგურდნენ.
ეს იქნება ამ ნაკრებების რიგით მე-12 მატჩი და იქამდე, შვიდჯერ იმარჯვა იტალიამ, მხოლოდ ერთხელ "კელტების" გუნდმა და სამი თამაში ფრედ დასრულდა. "მწვანეების" ერთადერთი მოგება თარიღდება შორეული 1958 წლით, იმავე წლის გამართული მუნდიალის შესარჩევზე.
ხუთშაბათის მატჩის დღე
| საქართველო - ისრაელი | 21:00 | ამხანაგური მატჩი |
| თურქეთი - რუმინეთი | 21:00 | მუნდიალის პლეიოფი |
| იტალია - ჩრდილოეთ ირლანდია | 23:45 | მუნდიალის პლეიოფი |
| უკრაინა - შვედეთი | 23:45 | მუნდიალის პლეიოფი |
| უელსი - ბოსნია | 23:45 | მუნდიალის პლეიოფი |
| პოლონეთი - ალბანეთი | 23:45 | მუნდიალის პლეიოფი |
| ჩეხეთი ირლანდია | 23:45 | მუნდიალის პლეიოფი |
| დანია - ჩრდილოეთ მაკედონია | 23:45 | მუნდიალის პლეიოფი |
| სლოვაკეთი - კოსოვო | 23:45 | მუნდიალის პლეიოფი |
| ბრაზილია - საფრანგეთი | 23:55 | ამხანაგური მატჩი |
| კოლუმბია - ხორვატია | 03:30 | ამხანაგური მატჩი |









