
პრემიერ ლიგა
პრემიერ ლიგის მეექვსე ტური გაიხსნება მანჩესტერ სიტის სტუმრობით ნიუკასლთან. შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერმა აღნიშნულ სეზონში არსენალთან ქულები პირველად დაკარგა. დღეს ასევე ჩელსი მიიღებს ბრაიტონს, ლივერპული კი ვულვერჰემპტონს ესტუმრება. საინტერესო იქნება "მეთოფეებისა" და ლესტერის მატჩიც.
15:30 - ნიუკასლი-მანჩესტერ სიტი
18:00 - არსენალი-ლესტერი
18:00 - ჩელსი-ბრაიტონი
18:00 - ევერტონი-კრისტალ პალასი
18:00 - ბრენტფორდი-ვესტ ჰემი
18:00 - ნოტინგემი-ფულჰემი
20:30 - ვულვზი-ლივერპული

ლა ლიგა
ლა ლიგაში დიდ ინტერესს იწვევს ორი შეხვედრა: სოსიედადი - ვალენსია და ოსასუნა - ბარსელონა. ალექს რემიროსა და გიორგი მამარდაშვილის დუელი ყოველთვის საინტერესოა. ორივე გოლკიპერი გასულ სეზონში ზამორას ჯილდოსთვის იბრძოდა. რაც შეეხება მეორე მატჩს: 7/7 მოგების მქონე კატალონიელები მორიგი 3 ქულისთვის პამპლონაში ჩადიან.
16:00 - ხეტაფე-ალავესი
18:15 - რაიო ვალეკანო-ლეგანესი
20:30 - სოსიედადი-ვალენსია
23:00 - ოსასუნა-ბარსელონა

სერია ა
სერია ა-ს შაბათის მატჩის დღეს გახსნის მილანის ინტერის სტუმრობა უდინეზესთან. დერბი დელა მადონინაში მარცხის შემდეგ, მოქმედი ჩემპიონი რეაბილიტირებას ეცდება. ასევე გამოსარჩევია ტურინის იუვენტუსის სტუმრობა ჯენოასთან. აქვე დავამატებთ, თავისი მატჩის მოგება უკვე მოასწრო მილანმა, რომელმაც წუხელ ლეჩე გაანადგურა.
17:00 - უდინეზე-ინტერი
20:00 - ჯენოა-იუვენტუსი
22:45 - ბოლონია-ატალანტა

ბუნდესლიგა
შაბათის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება სწორედ ბუნდესლიგაში, სადაც მიუნხენის ბაიერნი ლევერკუზენის ბაიერს მიიღებს. მასპინძლები არიან საოცარ ფორმაში: 4/4 მოგება ბუნდესლიგაში, 1-ელი პოზიცია, ბურთების შეფარდება 16:3-ზე და ზაგრების დინამოს 9:2 განადგურება ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე.
"რეკორდმაისტერი" ჯერჯერობით "ფარმაცევტებზე" კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მოქმედი ჩემპიონი ცოტა ხნის წინ დამარცხდა ლაიფციგთან, რითაც ეპოქალური მოგებათა სერია დასრულდა. "შავ-წითლებს" ბავარიელებთან მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ გასული ტრიუმფალური სეზონი შემთხვევითობა სულაც არ იყო.

სეზონის დასრულების შემდეგ, ჩაბი ალონსოს უწინასწარმეტყველებდნენ ალიანც არენაზე გადასვლას, თუმცა ის თავის ამჟამინდელ გუნდში დარჩა. ესპანელი სპეციალისტის გარდა, ბაიერნის გარშემო ფიგურირებდა არაერთი დამრიგებლის სახელი, ბოლოს კი გუნდში მოვიდა ვენსან კომპანი, რომელიც თავის საქმეს ჯერჯერობით ბრწყინვალედ ართმევს.
17:30 - ვოლფსბურგი-შტუტგარტი
17:30 - გლადბახი-უნიონი
17:30 - ლაიფციგი-აუგსბურგი
17:30 - ფრაიბურგი-სანქტ პაული
17:30 - მაინცი-ჰაიდენჰაიმი
20:30 - ბაიერნი-ლევერკუზენი
ლიგა 1
ლიგა 1-ში პირველ რიგში გამოსარჩევია მონაკოსა და მონპელის შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ მასპინძლები, პარის სენ-ჟერმენსა და მარსელის ოლიმპიკთან ერთად, საჩემპიონო რბოლაში არიან. პსჟ-მ წუხელ მოუგო რენს, ვნახოთ, რით უპასუხებენ მოქმედ ჩემპიონს "თავადები" და "თეთრ-ლურჯები".
19:00 - ლანსი-ნიცა
21:00 - ლე ავრი-ლილი
23:00 - მონაკო-მონპელიე

ლეგიონერები
ლეგიონერების მატჩის დღეს გახსნის ვაკო ყაზაიშვილი, რომლის შანდონგი შენჟენს ესტუმრება. დღეს ასევე პრინციპული შეხვედრა ელის გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდს სანდერლენდთან. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა გამთამაშებელმა თავის მოქმედ კლუბთან ხელშეკრულება 2029 წლამდე გაახანგრძლივა.
შაბათის დღე არ ჩაივლის ოთარ კიტეიშვილის გარეშეც, რომლის შტურმ გრაცი ლინცს ესტუმრება. გიორგი ლორიას ომონია არადიპუ კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურის ფარგლებში კარმიოტისას მიიღებს. დღევანდელი ტოპ მატჩების განრიგი კი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
15:30 - ნიუკასლი-მანჩესტერ სიტი
16:00 - შენჟენი-შანდონგი
17:00 - უდინეზე-ინტერი
18:00 - არსენალი-ლესტერი
18:00 - ჩელსი-ბრაიტონი
18:00 - უოტფორდი-სანდერლენდი
19:00 - ლინცი-შტურმი
20:00 - ჯენოა-იუვენტუსი
20:00 - ომონია-კარმიოტისა
20:30 - ბაიერნი-ლევერკუზენი
20:30 - ვულვზი-ლივერპული
20:30 - სოსიედადი-ვალენსია
23:00 - ოსასუნა-ბარსელონა











