შაბათის მსგავსად, არაერთი საინტერესო მატჩი გველის დღესაც, მათ შორის ცენტრალური კი მილანისა და ნაპოლის დაპირისპირება იქნება. სკუდეტოს მოქმედი მფლობელი ესტუმრება გუნდს, რომელიც აუცილებლად ეცდება "პარტენოპეისთვის" ტიტულის წარმევას.
მილანი V ნაპოლი
მილანისა და ნაპოლის დაპირისპირება გამორჩეულია არაერთი მიზეზით, მიმდინარე სეზონში კი ამ ყველაფერს ლუკა მოდრიჩისა და კევინ დე ბრუინის დუელიც შეემატა. ბევრს ეგონა, რომ რეალ მადრიდისა და მანჩესტერ სიტის დატოვების შემდეგ, ვეტერანი ფლეიმეიქერები დატოვებდნენ ევროპას ან საერთოდაც კარიერას დაასრულებდნენ, მაგრამ როგორც ვხედავთ, ისინი კალჩოში აღმოჩნდნენ.
ხორვატ და ბელგიელ გამთამაშებლებს არ ჰქონიათ ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც "როსონერისა" და "პარტენოპეის" შედეგებზეც მეტყველებს. "აძური" ერთადერთი გუნდია კალჩოში, რომელსაც ამ მომენტისთვის ერთი ქულაც არ დაუკარგავს, "დიაბოლომ" კი ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო.
"სამეფო კლუბისა" და "ქალაქელების" ლეგენდარული გამთამაშებლების დაპირისპირების გარდა, ეს მატჩი გამორჩეული იქნება დამრიგებელთა დუელითაც: ანტონიო კონტე მასიმილიანო ალეგრის წინააღმდეგ. ერთი მათგანი მოქმედი ჩემპიონია, მეორემ კი ყველაზე კარგად იცის, თუ რას ნიშნავს სკუდეტოს მოგება.
კვირის მატჩის დღე
| დრო | მატჩი | ტურნირი |
| 14:30 | სასუოლო - უდინეზე | სერია ა |
| 15:30 | ნიურნბერგი - ჰერტა | ბუნდესლიგა 2 |
| 16:30 | შტურმი - ჰარტბერგი | ბუნდესლიგა ავსტრია |
| 18:15 | კადისი - სეუტა | ლა ლიგა 2 |
| 19:15 | მეცი - ლე ავრი | ლიგა 1 |
| 19:30 | ნიუკასლი - არსენალი | პრემიერ ლიგა |
| 20:30 | ბარსელონა - სოსიედადი | ლა ლიგა |
| 21:30 | უნიონი - ჰამბურგი | ბუნდესლიგა |
| 22:45 | მილანი - ნაპოლი | სერია ა |









