შაბათის მატჩის დღეს გაიმართება არაერთი საინტერესო დაპირისპირება, მთავარი კი შედგება ლონდონში, სადაც ჩელსი ნიუკასლ იუნაიტედს უმასპინძლებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
ჩელსი V ნიუკასლი | 21:30
ჩელსის ჰქონდა წარუმატებელი გამოსვლა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში - მარცხი, ანგარიშით 2:5 პარის სენ-ჟერმენთან. 74-ე წუთამდე ლონდონელებს შეიძლება ითქვას, რომ ჰქონდათ უპირატესობა, რადგან ტაბლოზე იყო 2:2, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას შემოსვლის შემდეგ, პსჟ-ს დომინაცია საგრძნობლად გაიზარდა.
ნიუკასლ იუნაიტედის პერფომანსი არ ყოფილა ასეთი მტკივნეული, თუმცა გამარჯვების მოპოვება ამ გუნდაც ვერ შეძლო - ფრე ბარსელონასთან, 1:1. "კაჭკაჭები" იგებდნენ 96-ე წუთამდე, მაგრამ შემდეგ, სტუმრებმა 11-მეტრიანი შეაგდეს. რაც შეეხება საპასუხო შეხვედრებს, როგორც "არისტოკრატების", ისე "ჯორდების" 1/4 ფინალში გასვლის შანსები საკმაოდ მცირედ არის შეფასებული.
უშუალოდ პრემიერ ლიგაში კი გუნდების მდგომარეობა ასეთია - სტემფორდ ბრიჯის ბინადრები 48 - 48 ქულით, მეხუთე - მეექვსე ადგილებს ლივერპულთან იყოფენ. ლიამ როსენიორის გუნდის მიზანი არის ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის საგზურის მოპოვება, მაშინ, როცა სტ. ჯეიმს პარკის ბინადრებისთვის უბრალოდ სეზონის გადარჩენა.
ედი ჰაუს შეგირდები 39 ქულით მე-12 ადგილზე არიან. სახსენებელია ამ გუნდის ცუდი ფორმაც, პრემიერ ლიგის ბოლო რვა მატჩში ხუთი წაგება, ორი მოგება და ფრე. ჩელსი ამ მხრივ უკეთეს მდგომარეობაშია: ხუთი გამარჯვება, ორი ფრე და მხოლოდ ერთი მარცხი.
შაბათის მატჩის დღე
| კილი - ნიურნბერგი | 16:00 | ბუნდესლიგა 2 |
| ინტერი - ატალანტა | 18:00 | სერია ა |
| ჩეზენა - ფროზინონე | 18:00 | სერია ბ |
| ლევერკუზენი - ბაიერნი | 18:30 | ბუნდესლიგა |
| აინტრახტი - ჰაიდენჰაიმი | 18:30 | ბუნდესლიგა |
| სტოკი - უოტფორდი | 19:00 | ჩემპიონშიპი |
| ატლეტიკო - ხეტაფე | 19:15 | ლა ლიგა |
| ლეონესა - რასინგი | 19:15 | ლა ლიგა 2 |
| ნაპოლი - ლეჩე | 21:00 | სერია ა |
| ჩელსი - ნიუკასლი | 21:30 | პრემიერ ლიგა |
| არსენალი - ევერტონი | 21:30 | პრემიერ ლიგა |
| ჰამბურგი - კიოლნი | 21:30 | ბუნდესლიგა |
| გრენობლი - სენტ ეტიენი | 23:00 | ლიგა 2 |
| ატლანტა - ფილადელფია | 23:15 | MLS |
| უდინეზე - იუვენტუსი | 23:45 | სერია ა |
| ვესტ ჰემი - მანჩესტერ სიტი | 23:55 | პრემიერ ლიგა |
| რეალი - ელჩე | 23:55 | ლა ლიგა |









