დღეს გაიმართება მატჩი, რომელმაც პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლაში შესაძლოა ითამაშოს გადამწყვეტი როლი - მანჩესტერ სიტი არსენალს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
მანჩესტერ სიტი V არსენალი | 19:30
პრემიერ ლიგაში გამართული 32 ტურის შემდეგ, პირველ ადგილზე 70 ქულით არის არსენალი, რომელსაც მან სიტი ექვსი ქულით ჩამორჩება. გასათვალისწინებელია ის, რომ მანჩესტერელებს ჩატარებული აქვთ 1 შეხვედრით ნაკლები, რაც მათ ლონდონელებთან ქულებით გათანაბრების პოტენციურ შანსს აძლევს.
"ქალაქელების" გამარჯვების შემთხვევაში, "მეთოფეებთან" ჩამორჩენა შემცირდება სამ ქულამდე და მათ თადარიგში კიდევ ერთი მატჩი ექნებათ. პეპ გუარდიოლას შეგირდების მხარეს არის შედარებით მარტივი კალენდარი, რომელიც მთლიანად ინგლისის ჩემპიონატზე ფოკუსირების საშუალებას იძლევა.
ეტიჰადის ბინადრებისგან განსხვავებით, ემირეიტსის მკვიდრები თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც მათ ელით ნახევარფინალური დაპირისპირება მადრიდის ატლეტიკოსთან. რაც შეეხება გუნდების ფორმას, სიტი ამ მხრივ არის მოწოდების სიმაღლეზე, 3/3 მოგება, თანაც ლივერპულთან, ლონდონის ჩელსისა და სწორედ მიკელ არტეტას შეგირდებთან.
დიახ, ერთი თვის წინ, მანჩესტერულმა გუნდმა არსენალი ინგლისის ლიგის თასის ფინალში დაამარცხა. პრემიერ ლიგის ამჟამინდელი ლიდერი ლონდონელები, "ქალაქელებისგან" განსხვავებით, ვერ დაიკვეხნიან კარგი ფორმით: მხოლოდ 1 მოგება უკანასკნელ 5 შეხვედრაში. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა "მეთოფეები" წარუმატებელი სერიის დასრულებას გუარდიოლას შეგირდებთან.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით 205-ე მატჩი და იქამდე, 97-ჯერ იმარჯვა არსენალმა, 59-ჯერ - მან სიტიმ, 48 თამაში ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ კლუბების უკანასკნელ 7 შეხვედრიდან მანჩესტერელებმა მოიგეს მხოლოდ 1, მაგრამ 2017 წლის ნოემბრიდან-2023 წლის აპრილამდე, მათ ანგარიშზე 16 თამაშში 15 გამარჯვება იყო.
კვირის მატჩის დღე
| ევერტონი - ლივერპული | 17:00 | პრემიერ ლიგა |
| ვერონა - მილანი | 17:00 | სერია ა |
| ფრაიბურგი - ჰაიდენჰაიმი | 17:30 | ბუნდესლიგა |
| ლასკი - შტურმი | 19:00 | ბუნდესლიგა ავსტრია |
| მეცი - პარიზი | 19:15 | ლიგა 1 |
| მანჩესტერ სიტი - არსენალი | 19:30 | პრემიერ ლიგა |
| ბაიერნი - შტუტგარტი | 19:30 | ბუნდესლიგა |
| სპორტინგი - ბენფიკა | 21:00 | პრიმეირა ლიგა |
| პსჟ - ლიონი | 22:45 | ლიგა 1 |
| იუვენტუსი - ბოლონია | 22:45 | სერია ა |









