შაბათის მატჩის დღეს ტრადიციულად გველის არაერთი საინტერესო დაპირისპირება, მათ შორის ცენტრალურად გამოვარჩიეთ პარის სენ-ჟერმენის სტუმრობა მონაკოსთან.
მონაკო V პსჟ
ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონი და ამჟამინდელი ლიდერი, პარის სენ-ჟერმენი, მონაკოს სახით, უპირისპირდება გუნდს, რომელიც ოთხეულში შესვლას ცდილობს. სხვაობა პსჟ-სა და "თეთრ-წითლებს" შორის ამ მომენტისთვის 10 ქულას შეადგენს. სტუმრების რიგებში აუცილებლად ხვიჩა კვარაცხელია იქნება.
ქართველი გარემარბი უკანასკნელი სამი მატჩია მოედანს შედეგიანი ქმედების გარეშე არ ტოვებს. მან თავის ანგარიშზე ჩაიწერა საგოლე გადაცემები ტოტენჰემსა და ლე ავრთან, ლიონთან შეხვედრაში კი "ლურჯ-წითლების" ვინგერმა გოლიც შეაგდო. ვნახოთ, რას იზამს ის "თავადების" წინააღმდეგ.
ეს იქნება აღნიშნული გუნდების რიგით 116-ე მატჩი. 48 გამარჯვება არის ლუი II-ს ბინადრების ანგარიშზე, 38 - პარის სენ-ჟერმენის, 29 თამაში ფრედ დასრულდა. ედი კავანი არის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც პსჟ-სა და მონაკოს დუელში 15 ბურთის შეგდება შეძლო.
შაბათის მატჩის დღე
| პარმა - უდინეზე | 18:00 | სერია ა |
| ბაიერნი - სანქტ პაული | 18:30 | ბუნდესლიგა |
| უნიონი - ჰაიდენჰაიმი | 18:30 | ბუნდესლიგა |
| მანჩესტერ სიტი - ლიდსი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| ბარსელონა - ალავესი | 19:15 | ლა ლიგა |
| მონაკო - პსჟ | 20:00 | ლიგა 1 |
| იუვენტუსი - კალიარი | 21:00 | სერია ა |
| მაგდებურგი - ნიურნბერგი | 23:30 | ბუნდესლიგა |
| მილანი - ლაციო | 23:45 | სერია ა |
| ატლეტიკო - ოვიედო | 23:55 | ლა ლიგა |









