
პრემიერ ლიგა
პრემიერ ლიგაში ყურადღების ცენტრში იქნება ამჟამინდელი ლიდერის, ლივერპულის სტუმრობა ბორნმუთთან. 22 ტურის შემდეგ, პირველ ადგილზე მყოფ "წითლებს" 22 ქულა აქვთ და უახლოეს მდევარს, ლონდონის არსენალს ისინი 6 ქულით უსწრებენ. მათი მეტოქე 40 ქულით მე-7 პოზიციაზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონამდე "ალუბლებს" სულ რაღაც 1 ქულა აშორებთ.
16:30 - ნოტინგემი-ბრაიტონი
19:00 - ბორნმუთი-ლივერპული
19:00 - ნიუკასლი-ფულჰემი
19:00 - ევერტონი-ლესტერი
19:00 - იფსვიჩი-საუთჰემპტონი
21:30 - ასტონ ვილა-ვულვზი

ლა ლიგა
ლა ლიგაში თავის შეხვედრებს ჩაატარებენ ჩემპიონობისთვის მებრძოლი მადრიდული გუნდები - რეალი ესტუმრება ესპანიოლს, ატლეტიკო კი მალიორკას მიიღებს. პირველ პოზიციაზე, 49 ქულით, "სამეფო კლუბია", რომელიც "როხიბლანკოს" ამ დროისთვის 4 ქულით უსწრებს.
17:00 - ხეტაფე-სევილია
19:15 - ვილიარეალი-ვალიადოლიდი
21:30 - ატლეტიკო-მალიორკა
23:55 - ესპანიოლი-რეალი

ბუნდესლიგა
ბუნდესლიგაში ყურადღების ცენტრში იქნება დორტმუნდის ბორუსიას სტუმრობა ჰაიდენჰაიმთან. ბუდუ ზივზივაძე სერჟ გირასის წინააღმდეგ. როგორც მოგეხსენებათ, გვინეელი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად, 9 ბურთით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლეადორია, ქართველ შემტევს კი ეს სტატუსი მე-2 ბუნდესლიგაში ჰქონდა.
"როთბლაუსის" მიზანი პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, სწორედ ამიტომ, აღნიშნული მისიის შესასრულებლად ამ გუნდმა კარლსრუეს უკვე ყოფილი ფორვარდი დაიმატა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის ბადენელთა გადარჩენას. 19 ტურის შემდეგ, 14 ქულა და მე-16 პოზიცია, ასეთია ჯერჯერობით "ლურჯ-წითლების" მონაგარი.
18:30 - ბაიერნი-კილი
18:30 - ჰაიდენჰაიმი-დორტმუნდი
18:30 - შტუტგარტი-გლადბახი
18:30 - ბოხუმი-ფრაიბურგი
18:30 - სანქტ პაული-აუგსბურგი
21:30 - უნიონი-ლაიფციგი

ლიგა 1
ყველაზე საინტერესო მოვლენები განვითარდება ლიგა 1-ში - ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენი ესტუმრება ბრესტს, ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი კი ლილს. ეს იქნება ნაპოლის ყოფილი ვინგერის რიგით მე-2 მატჩი საფრანგეთის ჩემპიონატში. შეგახსენებთ, რომ რეიმსის წინააღმდეგ სადებიუტო თამაშში ქართველმა გარემარბმა ასისტი გაიფორმა.
ვნახოთ, შეძლებს თუ არა პსჟ-ს შვიდი ნომერი მორიგი შედეგიანი ქმედების განხორციელებას. საინტერესოა ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეიინში პარიზელების მეტოქეები სწორედ "მეკობრეები" იქნებიან. რაც შეეხებათ "მწვანეებს", მათი მიზანი საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა. რონელები ჯერჯერობით მე-15 პოზიციაზე არიან.
"ლეს ვერტსის" მოწინააღმდეგე არის გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის რვა საუკეთესოს შორის მოხვდა. ამის გარდა, "მასტიფები" ლიგა 1-ში ოთხეულში შესვლის რეალური პრეტენდენტებიც არიან. ქართველ ვინგერს ურთულესი გამოცდა ელოდება და ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის ამ გამოცდის ჩაბარებას.
20:00 - ბრესტი-პსჟ
22:00 - მონაკო-ოსერი
23:55 - ლილი-სენტ ეტიენი

ლეგიონერები
კვარაცხელიას, დავითაშვილისა და ზივზივაძის გარდა, დღეს გიორგი ჩაკვეტაძესაც ვიხილავთ. მისი უოტფორდი საკუთარ კედლებში ნორვიჩ სიტის მიიღებს. ასევე, გამოსარჩევია საინტერესო დაპირისპირება საბერძნეთში: ლევან შენგელიას ოფი პანათინაიკოსს ესტუმრება. შეგახსენებთ იმასაც, რომ საუკეთესო ასისტენტი ამ ლიგაში სწორედ ქართველი ვინგერი არის.
16:30 - უოტფორდი-ნორვიჩი
18:30 - ბაიერნი-კილი
18:30 - ჰაიდენჰაიმი-დორტმუნდი
19:00 - ბორნმუთი-ლივერპული
20:00 - ბრესტი-პსჟ
20:00 - პანათინაიკოსი-ოფი
21:30 - ატლეტიკო-მალიორკა
23:55 - ესპანიოლი-რეალი
23:55 - ლილი-სენტ ეტიენი











