ბორჯღალოსნები გერმანიას აქამდე 9-ჯერ შეხვდნენ და ყველა მატჩი მოიგეს, 74 ლელო დადეს და მხოლოდ 5 გაუშვეს. საქართველომ გერმანია ყველაზე დიდი ანგარიშით 2010 წელს თბილისში, 77 : 3 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მე-100 მატჩს ჩაატარებს გუნდის კაპიტანი, მერაბ შარიქაძე და დავით კაჭარავას (122), მერაბ კვირიკაშვილის (115), ალექსანდრე თოდუას (108), შალვა მამუკაშვილის (103), გიორგი ჩხეიძისა (100) და ლაშა მალაღურაძის (100) შემდეგ მე-7 ცენტურიონი გახდება. ბორჯღალოსნების შემადგენლობაში კი დებიუტი 5 მორაგბეს ექნება: გიორგი ახალაძეს, ლუკა ცირეკიძეს, გიორგი მამაიაშვილს, გიორგი ქართველიშვილსა და დავით ხუროშვილს.
დღეს რიჩარდ კოკერილი საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ამპლუაში პირველ მატჩს უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ მან აღნიშნულ პოსტზე ლევან მაისაშვილი შეცვალა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ილია სპანდერაშვილი.
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. მიხეილ ალანია.
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. გიორგი ქართველიშვილი, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. ბექა შვანგირაძე, 21. დავით ხუროშვილი, 22. თედო აბჟანდაძე, 23. თორნიკე კახოიძე.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი









