კვირის მატჩის დღის ცენტრალური დაპირისპირება იქნება ლონდონური დერბი - ჩელსი არსენალის წინააღმდეგ. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისგან.
ჩელსი V არსენალი
ორივე გუნდი დერბის ხვდება კარგ განწყობაზე - ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგაზე გაანადგურა ბარსელონა, არსენალმა კი ასევე დამაჯერებლად მიუნხენის ბაიერნს მოუგო. "მეთოფეები" დარჩნენ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ერთადერთ წარმომადგენლებად, რომლებსაც არ დაუკარგავთ 1 ქულაც კი, 5/5 მოგება.
ამის გარდა, "კანონირები" არიან პრემიერ ლიგის ლიდერებიც და უახლოეს მდევარს, მანჩესტერ სიტის ოთხი ქულით უსწრებენ. მათ შემდეგ მოდიან სწორედ "არისტოკრატები", რომლებიც ემირეიტსის ბინადრებს 6 ქულით ჩამორჩევიან. ვნახოთ, გაიზრდება თუ შემცირდება დღეს სხვაობა ბრიჯის მკვიდრებსა და მიკელ არტეტას გუნდს შორის.
ეს იქნება რიგით 209-ე დერბი აღნიშნული გუნდების მონაწილეობით. 84-ჯერ იმარჯვა არსენალმა, 64-ჯერ - ჩელსიმ, დანარჩენი 60 თამაში ფრედ დასრულდა. დიდიე დროგბა არის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ლონდონურ დერბიში 13 ბურთის შეგდება შეძლო.
კვირის მატჩის დღე
| კრისტალ პალასი - მანჩესტერ იუნაიტედი | 16:00 | პრემიერ ლიგა |
| სოსიედადი - ვილიარეალი | 17:00 | ლა ლიგა |
| ჰარტბერგი - შტურმი | 17:30 | ბუნდესლიგა ავსტრია |
| პიზა - ინტერი | 18:00 | სერია ა |
| ვესტ ჰემი - ლივერპული | 18:05 | პრემიერ ლიგა |
| ჰამბურგი - შტუტგარტი | 18:30 | ბუნდესლიგა |
| ჩელსი - არსენალი | 20:30 | პრემიერ ლიგა |
| კორდობა - კადისი | 21:30 | ლა ლიგა 2 |
| სპორტინგი - ესტრელა | 22:00 | პრიმეირა ლიგა |
| რომა - ნაპოლი | 23:45 | სერია ა |
| ჟირონა - რეალი | 23:55 | ლა ლიგა |
| პორტო - ეშტორილი | 00:30 | პრიმეირა ლიგა |









