
პრემიერ ლიგა
პრემიერ ლიგის ტური გაიხსნება კრიზისში მყოფი მანჩესტერ სიტის დაპირისპირებით, რომელიც ამჯერად ბირმინგემის ასტონ ვილას ესტუმრება. შეგახსენებთ, რომ "ქალაქელების" ანგარიშზე ბოლო 11 მატჩში მხოლოდ 1 მოგება არის. დღეს ასევე გაიმართება ლონდონური დერბიც: კრისტალ პალასი - არსენალი.
16:30 - ასტონ ვილა-მანჩესტერ სიტი
19:00 - იფსვიჩი-ნიუკასლი
19:00 - ვესტ ჰემი-ბრაიტონი
19:00 - ბრენტფორდი-ნოტინგემი
21:30 - კრისტალ პალასი-არსენალი

ლა ლიგა
როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე საინტერესო შეხვედრა დღეს იქნება ლა ლიგაში: ბარსელონა - ატლეტიკო. ორივე გუნდი საჩემპიონო რბოლაში და ამ დროისთვის მათ თანაბარი ქულებიც აქვთ. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ მადრიდელებს "ბლაუგრანაზე" 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
არ ღირს რეალის დავიწყებაც, რომელსაც კატალონიელებსა და "როხიბლანკოზე" ერთი ქულით ნაკლები აქვს. თანაქალაქელების მსგავსად, ერთი შეხვედრით ნაკლები "სამეფო კლუბსაც" აქვს ჩატარებული. ერთი სიტყვით, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ესპანეთის დედაქალაქის ყველა მხრიდან უტევენ. პრიმერა დივიზიონის ლიდერს ჰქონდა სოლიდური უპირატესობა, მაგრამ რამდენიმე ჩაგდებული მატჩის შემდეგ, კამპ ნოუს ბინადრების მდგომარეობა დამძიმდა.
გაფლანგული უპირატესობის გარდა, ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდს საკადრო პრობლემებიც არ აკლია. "ინდიელების" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, ბარსას გამოაკლდა ლამინ იამალი, მის გარდა ასევე ვერ ითამაშებენ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ანდრეას კრისტენსენი, ანსუ ფატი და მარკ ბერნალი.
17:00 - ხეტაფე-მალიორკა
19:15 - სელტა-სოსიედადი
21:30 - ოსასუნა-ბილბაო
23:55 - ბარსელონა-ბილბაო

სერია ა
სერია ა-ში გამოსარჩევია ნაპოლის სტუმრობა ჯენოასთან. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნება დაანონსებული იყო 2025 წლის დასაწყისში, მაგრამ ახალგაზრდა ვინგერმა ტრავმა დროზე ადრე მოიშუშა. "პარტენოპეის" დამრიგებლის, ანტონიო კონტეს განცხადებით, ქართველი შემტევი გამოჯანმრთელდა, ის სათამაშოდ მზად არის და დღეს, გუნდთან ერთად იქნება.
18:00 - ტორინო-ბოლონია
21:00 - ჯენოა-ნაპოლი
23:45 - ლეჩე-ლაციო

ლეგიონერები
ლიგა 1-ში შესვენება არის, თუმცა დღეს საფრანგეთში სათასო შეხვედრებში ფეხბურთს მაინც ითამაშებენ. ლიონის მოწინააღმდეგე ენტენტე იქნება. კითხვის ნიშნის ქვეშ გდას გიორგი მიქაუტაძის თამაში, რომელსაც ბოლო დღეებში ვირუსი შეეყარა. ოლიმპიკის გარდა, დღეს თავის მატჩს ჩაატარებს ბუდუ ზივზივაძის კარლსრუე, გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი, გიორგი წიტაიშვილის გრანადა და სხვები.
16:00 - პადერბორნი-კარლსრუე
16:30 - ასტონ ვილა-მანჩესტერ სიტი
17:00 - ეიბარი-გრანადა
18:00 - მანტოვა-ფროზინონე
19:00 - ბარნლი-უოტფორდი
21:00 - ჯენოა-ნაპოლი
21:00 - ენტენტე-ლიონი
21:30 - კრისტალ პალასი-არსენალი
23:55 - ბარსელონა-ატლეტიკო











