საერთაშორისო სანაკრებო შესვენების შემდეგ, საკლუბო ფეხბურთი დაგვიბრუნდა. დღეს, 18 ოქტომბერს ევროპის ტოპ ლიგებში გაიმართება არაერთი საინტერესო მატჩი, მათ შორის ქართველი ლეგიონერების მონაწილეობით.
ბაიერნი V დორტმუნდი
გერმანული ფეხბურთის კლასიკა, რომელიც ინტერეს მოკლებული არასდროს არის. ბაიერნი და დორტმუნდი 18 და 14 ქულით პირველ და მეორე პოზიციებს იყოფენ. რთული გამოსაცნობი არ არის, თუ ვინ არის მათ შორის ლიდერი და ფავორიტიც. მიუნხენური კლუბი გერმანიის ჩემპიონატში ამ მომენტისთვის ერთადერთია, რომელსაც ქულაც კი არ დაუკარგავს.
ბორუსიასთან გამარჯვების შემთხვევაში, "რეკორდმაისტერი" უახლოეს მდევარს უკვე შვიდი ქულით გაასწრებს. ეს მატჩი შეგვიძლია შევრაცხოთ ჰარი კეინისა და სერუ გირასის პერსონალურ დუელადაც. გასულ სეზონში პირველმა მათგანმა გაიტანა 3 ბურთით მეტი, მაგრამ ევროსარბიელზე საუკეთესო გოლეადორი გახდა არა ინგლისელი ფორვარდი, არამედ მისი გვინეელი ოპონენტი.
რომა V ინტერი
შაბათის მატჩის დღის კიდევ ერთი ცენტრალური მატჩი - ინტერი რომას ესტუმრება. ორივე გუნდი ტრიალებს სერია ა-ს სატურნირო ცხრილის ლიდერებში და სხვაობა მათ შორის 3 ქულაა. საწყის ტურებში ზედიზედ 2 წაგების შემდეგ, მილანელები შედიან ფორმაში, რაზეც ზედიზედ 5 მოგება მეტყველებს.
"ნერაძურიმ" სამჯერ იმარჯვა სერია ა-ში, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგაზე. ეს მატჩი განსაკუთრებული იქნება კრისტიან კივუსთვის, რომელიც საფეხბურთო კარიერის პერიოდში მეაცაზე სწორედ "ჯალოროსიდან" გადავიდა. რაც შეეხება მასპინძელთა ახალ სპეციალისტს, ჯან პიერო გასპერინის, მისთვის ინტერნაციონალესთან დუელი გარკვეული მიზეზების გამო ტრადიციულად უპრინციპულესია.
შაბათის მატჩის დღე
| 15:30 | ნოტინგემი - ჩელსი | პრემიერ ლიგა |
| 17:30 | ლაიფციგი - ჰამბურგი | ბუნდესლიგა |
| 17:30 | ჰაიდენჰაიმი - ვერდერი | ბუნდესლიგა |
| 18:00 | მან სიტი - ევერტონი | პრემიერ ლიგა |
| 18:15 | ბარსელონა - ჟირონა | ლა ლიგა |
| 20:00 | ტორინო - ნაპოლი | სერია ა |
| 20:30 | ბაიერნი - დორტმუნდი | ბუნდესლიგა |
| 20:30 | ფულჰემი - არსენალი | პრემიერ ლიგა |
| 20:30 | ვილიარეალი - ბეტისი | ლა ლიგა |
| 22:45 | რომა - ინტერი | სერია ა |
| 23:15 | პაკოში - სპორტინგი | პრიმეირა ლიგა |









