ტოპ მატჩების უმეტესობა გაიმართა შაბათს, თუმცა საინტერესო დაპირისპირებები კვირისთვისაც არის შემონახული. ცენტრალური თამაში შედგება მილანსა და რომას შორის, რომლებიც კალჩოს მიმდინარე სეზონში მოწინავე პოზიციებზე არიან.
მილანი V რომა
სეზონის დაწყების წინ, როგორც მილანში, ისე რომაში მოვიდნენ მწვრთნელები, რომლებმაც კარგად იციან, თუ რას ნიშნავს გუნდის დალაგება და წარმატების მიღწევა. "როსონერიში" დაბრუნდა მასიმილიანო ალეგრი, "ჯალოროსიში" კი ჯან პიერო გასპერინი დაინიშნა. შედეგიც სახეზეა: ორივე კლუბი სასკუდეტო ბრძოლაშია ჩართული.
მე-10 ტურისთვის "დიაბოლო" 18 ქულით ტურინის იუვენტუსსა და თანაქალაქელ ინტერთან იყოფს მესამე - მეხუთე ადგილებს. "მგლები" არიან უფრო წინ, 21 ქულით მე-2 პოზიციაზე. გუშინ ქულები დაკარგეს კიდევ ერთმა ლიდერებმა ნეაპოლელებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს, სან სიროზე მოგების შემთხვევაში, ოლიმპიკოს ბინადრები ერთპიროვნულად გალიდერდებიან.
კვირის მატჩის დღე
| 15:30 | ვერონა - ინტერი | სერია ა |
| 17:00 | ანდორა - კადისი | ლა ლიგა 2 |
| 18:30 | კიოლნი - ჰამბურგი | ბუნდესლიგა |
| 20:00 | რაპიდი - შტურმი | ბუნდესლიგა ავსტრია |
| 20:15 | ნანტი - მეცი | ლიგა 1 |
| 20:30 | მანჩესტერ სიტი - ბორნმუთი | პრემიერ ლიგა |
| 21:30 | ბარსელონა - ელჩე | ლა ლიგა |
| 23:45 | მილანი - რომა | სერია ა |









