კვირის მატჩის დღის ცენტრალური დაპირისპირება - ნაპოლი საკუთარ კედლებში რომას მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისგან.
ნაპოლი V რომა | 23:45
ნაპოლი მთელი ძალებით გადაერთო სერია ა-ზე - ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის შემდეგ, მოქმედი ჩემპიონი იტალიის თასიდანაც გამოვარდა. "პარტენოპეის" რჩება მხოლოდ შიდა ჩემპიონატი, რომელშიც ამჟამინდელ ლიდერთან, მილანის ინტერთან ჩამორჩენა 12 ქულას შეადგენს. ვნახოთ, რას იზამს მხოლოდ იტალიის ჩემპიონატზე კონცენტრირებული "აძური".
იქვე ახლოს არის რომაც, რომელიც 46 - 46 ქულით ტურინის იუვენტუსთან მეოთზე - მეხუთე ადგილებს იყოფს. დღეს, დიეგო არმანდო მარადონაზე თუნდაც 1 ქულის აღების შემთხვევაში, "ჯალოროსი" "ბიანკონერის" გადაასწრებს. ამ ეტაპზე რთულია დედაქალაქელთა საჩემპიონო ამბიციებზე საუბარი, ოპტიმალური გეგმა 4-ეულში ადგილის დამკვიდრებაა.
კვირის მატჩის დღე
| აუგსბურგი - ჰაიდენჰაიმი | 18:30 | ბუნდესლიგა |
| რაიო ვალეკანო - ატლეტიკო | 19:15 | ლა ლიგა |
| ეიბარი - რასინგი | 19:15 | ლა ლიგა 2 |
| მეცი - ოსერი | 20:15 | ლიგა 1 |
| არსენალი - უიგანი | 20:30 | ასოციაციის თასი |
| ნაპოლი - რომა | 23:45 | სერია ა |
| სპორტინგი - ფამალიკაო | 00:30 | პრიმეირა ლიგა |









