შაბათის მატჩის დღეს გაიმართება არაერთი საინტერესო დაპირისპირება, მათ შორის ქართველი ლეგიონერების მონაწილეობით. მთავარი დუელი კი შედგება კალჩოში, სადაც მილანის ინტერი სკუდეტოს მოქმედ მფლობელს, ნაპოლის ესტუმრება.
ნაპოლი V ინტერი
გუნდები, რომელთა დუელი სერია ა-ს ჩემპიონობისთვის გასულ სეზონში უკანასკნელ ტურამდე გრძელდებოდა. თავდაპირველად ლიდერი იყო ნაპოლი, მაგრამ მეორე წრეში პირველ პოზიციაზე ინტერი აღმოჩნდა. საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა იმით, რომ სკუდეტო მოიგო "პარტენოპეიმ", მილანელები კი უტიტულოდ დარჩნენ.
"აძურის" ჩემპიონობით, ანტონიო კონტე გახდა პირველი მწვრთნელი სერია ა-ს ისტორიაში, რომელიც სკუდეტოს სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად დაეუფლა. მარადონას ბინადრებთან ერთად ტრიუმფამდე, იტალიელმა სპეციალისტმა კალჩოს მთავარი ტიტული ტურინის იუვენტუსსა და სწორედ "ნერაძურისთან" მოიგო.
დიახ, ნაპოლის ამჟამინდელი მწვრთნელისთვის დღევანდელი მოწინააღმდეგე კარგად ნაცნობია. რაც შეეხება გუნდების ამჟამინდელ მდგომარეობას, სექტემბერში ზედიზედ 2 წაგების შემდეგ, მეაცას ბინადრებმა მოიგეს ზედიზედ 7 შეხვედრა, 4 კალჩოში, 3 კი ჩემპიონთა ლიგაზე.
"პარტენოპეიში" შეინიშნება კრიზისი - ზედიზედ ორი მარცხი უკანასკნელი ერთი კვირის შუალედში. სერია ა-ს მოქმედმა ჩემპიონმა თავდაპირველად წააგო ტორინოსთან, შემდეგ კი პსვ ეინდჰოვენთან განადგურდა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა "აძური" წარუმატებელი სერიის დასრულებას კრისტიან კივუს გუნდთან.
შაბათის მატჩის დღე
| 17:00 | უდინეზე - ლეჩე | სერია ა |
| 17:30 | გლადბახი - ბაიერნი | ბუნდესლიგა |
| 17:30 | ჰამბურგი - ვოლფსბურგი | ბუნდესლიგა |
| 17:30 | ჰოფენჰაიმი - ჰაიდენჰაიმი | ბუნდესლიგა |
| 18:00 | ჩელსი - სანდერლენდი | პრემიერ ლიგა |
| 19:00 | ბრესტი - პსჟ | ლიგა 1 |
| 20:00 | ნაპოლი - ინტერი | სერია ა |
| 20:30 | მანჩესტერ იუნაიტედი - ბრაიტონი | პრემიერ ლიგა |
| 20:30 | გრანადა - კადისი | ლა ლიგა 2 |
| 22:00 | ანსი - სენტ-ეტიენი | ლიგა 2 |
| 22:45 | კრემონეზე - ატალანტა | სერია ა |
| 23:00 | ბრენდფორდი - ლივერპული | პრემიერ ლიგა |
| 23:00 | ვალენსია - ვილიარეალი | ლა ლიგა |









