
პრემიერ ლიგა
პრემიერ ლიგის მეოთხე ტურს გახსნის მანჩესტერ იუნაიტედის სტუმრობა საუთჰემპტონთან. კატასტროფული სტარტის შემდეგ, სტუმრები გულშემატკივრების თვალში რეაბილიტირებას ეცდებიან. იმავე საღამოს ლივერპული მიიღებს ნოტინგემ ფორესტს, მანჩესტერ სიტი კი - ბრენტფორდს. ინგლისური ფეხბურთის დღე კი ლონდონის ჩელსის ბორნმუთთან სტუმრობით დასრულდება.
15:30 - საუთჰემპტონი-მანჩესტერ იუნაიტედი
18:00 - ლივერპული-ნოტინგემი
18:00 - მანჩესტერ სიტი-ბრენტფორდი
18:00 - ფულჰემი-ვესტ ჰემი
18:00 - კრისტალ პალასი-ლესტერი
18:00 - ბრაიტონი-იფსვიჩი
20:30 - ასტონ ვილა-ევერტონი
23:00 - ბორნმუთი-ჩელსი

ლა ლიგა
შაბათს ლა ლიგაში ყველაზე საინტერესო შეხვედრა გვიან საღამოს გაიმართება, როდესაც მადრიდის რეალი სან-სებასტიანის რეალ სოსიედადს ესტუმრება. "სამეფო კლუბის" ახალწვეულმა ფორვარდმა, კილიან მბაპემ პრიმერა დივიზიონში უკვე გახსნა გოლების ანგარიში, ვნახოთ, რას იზამს ის ბასკეთში.
16:00 - მალიორკა-ვილიარეალი
18:15 - ესპანიოლი-ალავესი
20:30 - სევილია-ხეტაფე
23:00 - სოსიედადი-რეალი

სერია ა
სერია ა-ს გასულ ტურში ემპოლის შემადგენლობაში საბა გოგლიჩიძის დებიუტი შედგა. დღეს კი მისი გუნდი თვით ტურინის იუვენტუსს უპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის შემდეგ, ქართველი უკანახაზელი ეროვნული ნაკრების რიგებშიც გამოიძახეს. აქვე დავამატებთ, "აძურიში" ტორინოდან იჯარით საბა საზონოვიც გადავიდა.
17:00 - კომო-ბოლონია
20:00 - ემპოლი-იუვენტუსი
22:45 - მილანი-ვენეცია

ბუნდესლიგა
ბუნდესლიგის გასულ ტურში დასრულდა ლევერკუზენის ბაიერის დაუმარცხებელი სერია - მოქმედმა ჩემპიონმა ლაიფციგთან წააგო. დღეს, ეს გუნდი ჰოფენჰაიმს ესტუმრება. საფეხბურთო საღამო გერმანიაში დასრულდება მიუნხენის ბაიერნის სტუმრობით ჰოლშტაინ კილთან, გამოკვეთილი ფავორიტისა და აუტსაიდერის მატჩით.
17:30 - ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი
17:30 - ვოლფსბურგი-აინტრახტი
17:30 - გლადბახი-შტუტგარტი
17:30 - ლაიფციგი-უნიონი
17:30 - ფრაიბურგი-ბოხუმი
20:30 - ჰოლშტაინი-ბაიერნი
ლიგა 1
ლიგა 1-ში ყველაფერი უცვლელია - პარის სენ-ჟერმენი არის დომინანტი და ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი. ეს არის ერთადერთი გუნდი საფრანგეთში, რომელმაც 3/3 მატჩი მოიგო. დღეს, პსჟ-ს მეტოქე იქნება ბრესტი, გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური სენსაციურად მოიპოვა.
19:00 - მარსელი-ნიცა
21:00 - ოსერი-მონაკო
23:00 - ბრესტი-პსჟ

ლეგიონერები
საზონოვისა და გოგლიჩიძის გარდა, სერია ბ-ში თავის შეხვედრას გამართავს გიორგი კვერნაძის ფროზინონე, რომელიც ბრეშიას ესტუმრება. დღეს, თამაშობს კრემონეზეც, მაგრამ როგორც ვიცით, ლუკა ლოჩოშვილი დისკვალიფიცირებულია. დღეს ასევე, ვიხილავთ ბრწყინვალე ფორმაში მყოფ გიორგი ჩაკვეტაძესაც, რომლის უოტფორდი ქოვენთრის მიიღებს.
ჩაკვეტაძის შეხვედრის პარალელურად, მოედანზე გამოვა გიორგი ქოჩორაშვილი, ლევანტესა და ელდენსეს შეხვედრაში. სანდრო ალთუნაშვილის ვოლფსბერგერი კი ვენის რაპიდს მიიღებს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებული ირაკლი აზაროვი, დონეცკის შახტართან ერთად, ლვოვის კარპატის წინააღმდეგ ითამაშებს.
კრაკოვია თავის კაპიტანთან, გიორგი კაკაბაძესთან ერთად, მიიღებს პოგონს, ლაშა დვალის აპოელი კი კარმიოტისას ესტუმრება. არ უნდა დაგვავიწყდეს გიორგი გოჩოლეიშვილი და მისი კოპენჰაგენი, რომელიც მიდტიულანდს ესტუმრება. ბოლოს კი "ჯვაროსნების" კაპიტანი, გურამ კაშია, რომელიც დაცის წინააღმდეგ ითამაშებს.
ყველაზე საინტერესო მატჩების განრიგი კი ასეთია:
15:30 - საუთჰემპტონი-მანჩესტერ იუნაიტედი
17:00 - ბრეშია-ფროზინონე
17:30 - ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი
18:00 - ლივერპული-ნოტინგემი
18:00 - მანჩესტერ სიტი-ბრენტფორდი
18:00 - უოტფორდი-ქოვენთრი
18:15 - ლევანტე-ელდენსე
19:00 - ვოლფსბერგერი-რაპიდი
19:00 - შახტარი-კარპატი
19:30 - კრაკოვია-პოგონი
20:00 - ემპოლი-იუვენტუსი
20:00 - მიდტიულანდი-კოპენჰაგენი
20:00 - კარმიოტისა-აპოელი
20:30 - ჰოლშტაინი-ბაიერნი
22:30 - დაცი-სლოვანი
22:45 - მილანი-ვენეცია
23:00 - სოსიედადი-რეალი
23:00 - ბორნმუთი-ჩელსი
23:00 - პსჟ-ბრესტი











