საფეხბურთო შაბათ კვირის მთავარი მოვლენა - ელ კლასიკო, მადრიდის რეალი საკუთარ კედლებში ბარსელონას მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ "სამეფო კლუბისა" და კატალონიელების დაპირისპირებიდან.
რეალი V ბარსელონა
გასული სეზონის ბოლოს რეალი დატოვა კარლო ანჩელოტიმ, მის ნაცვლად კი მოვიდა თანამედროვე სამწვრთნელო სკოლის ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი, ჩაბი ალონსო. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მადრიდელები ბარსას შეხვდებიან იტალიელი ტაქტიკოსის წასვლის შემდეგ.
რაც შეეხება "სამეფო კლუბის" ყოფილი მწვრთნელის საქმის ესპანელ გამგრძელებელს, მან დაიწყო ახალი ერა და უნდა ითქვას, რომ დაკისრებულ მოვალეობას ის თავს კარგად ართმევს. ბერნაბეუს ბინადრების ამჟამინდელი დამრიგებლის მთავარ მისიად რჩება ბალანსის პოვნა გუნდის ვარსკვლავებს შორის.
საუბარია კილიან მბაპეს, ვინისიუს ჟუნიორისა და ჯუდ ბელინგემის სამეულის შესახებ. გასულ სეზონში ანჩელოტის გუნდი დარჩა ტიტულების გარეშე, ვნახოთ, რა იქნება "ლა ბარბა როხასთან" ერთად. რაც შეეხებათ კატალონიელებს, შარშანდელთან შედარებით გუნდში დიდად არაფერი შეცვლილა.
"ბლაუგრანა" კვლავ ლამინ იამალის ჯადოქრობის მოლოდინშია. ახალგაზრდა გარემარბის დავალება არის ურთულესი, იმის გათვალისწინებით, რომ რეალთან შეხვედრაში კამპ ნოუს ბინადრებს არ ეყოლებათ რაფინია ბელოლი, დანი ოლმო, პაბლო გავი და ორი გოლკიპერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ჟოან გარსია.
მადრიდელებთან ასევე საეჭვოა რობერტ ლევანდოვსკის თამაშიც. რაც შეეხება ჰანსი ფლიკის გუნდის მოწინააღმდეგის საკადრო პრობლემებს - დავიდ ალაბა და ანტონიო რუდიგერი. ბოლოს კი პრიმერა დივიზიონის სატურნირო მდგომარეობაზეც ვისაუბროთ, "სამეფო კლუბი" - პირველი პოზიცია, 24 ქულა.
ბარსელონა - მეორე ადგილი და 22 ქულა. როგორც ვხედავთ, სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრებს აქვთ ლიდერობის გამყარების შესაძლებლობა, კატალონიელებს კი მათი გადასწრების. ყველაფერი დღეს საღამოს გაირკვევა.
კვირის მატჩის დღე
| 16:30 | კაიზერსლაუტერნი - ნიურნბერგი | ბუნდესლიგა 2 |
| 17:30 | შტურმი - ვოლფსბერგერი | ბუნდესლიგა ავსტრია |
| 18:00 | ასტონ ვილა - მანჩესტერ სიტი | პრემიერ ლიგა |
| 18:00 | არსენალი - კრისტალ პალასი | პრემიერ ლიგა |
| 18:00 | ლილი - მეცი | ლიგა 1 |
| 19:15 | რეალი - ბარსელონა | ლა ლიგა |
| 19:30 | ეშტორილი - ნასიონალი | პრიმეირა ლიგა |
| 22:00 | ტონდელა - სპორტინგი | პრიმეირა ლიგა |
| 23:45 | ლაციო - იუვენტუსი | სერია ა |









