პრემიერ ლიგისა და ზოგადად ევროპის ტოპ ხუთ ლიგის ცენტრალური მატჩი - მანჩესტერ იუნაიტედი ნიუკასლის წინააღმდეგ. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
მანჩესტერ იუნაიტედი V ნიუკასლი
ორივე გუნდი საჩემპიონო შედეგებისგან არიან შორის - მანჩესტერ იუნაიტედი 26 ქულით არის მეშვიდე ადგილზე, ნიუკასლ იუნაიტედი კი 23 ქულით მე-11. "წითელმა ეშმაკებმა" ოქტომბერში მოიგეს ზედიზედ 3 შეხვედრაში, მაგრამ შემდეგ, კვლავ არასტაბილურობა: 2 გამარჯვება, 4 ფრე და 2 წაგება.
"მანკუნიანელები" დღევანდელ მატჩს ხვდებიან სერიოზული დანაკლისით, არ იქნებიან ბრუნო ფერნანდეში, მატის დე ლიხტი, ჰარი მაგუაიერი, ბრაიან მბიუმო, ნუსაირ მაზრაუი, კობი მეინუ და ამად დიალო. აღსანიშნავია ისიც, რომ ოპტიმალური შემადგენლობით დღეს არც "კაჭკაჭები" იქნებიან.
ეს არის ამ გუნდების რიგით 177-ე მატჩი - იქამდე, 90-ჯერ იმარჯვეს ოლდ ტრაფორდის ბინადრებმა, 45-ჯერ - "ჯორდებმა", 41 თამაშიც ფრედ დასრულდა. მანჩესტერისა და ნიუკასლის დაპირისპირებაში ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი არის უეინ რუნი, რომელმაც 13 ბურთი შეაგდო.
პარასკევი-შაბათის მატჩის დღე
| ლესტერი - უოტფორდი | 19:00 | ჩემპიონშიპი |
| მანჩესტერ იუნაიტედი - ნიუკასლი | 00:00 | პრემიერ ლიგა |
| ნოტინგემი - მანჩესტერ სიტი | 16:30 | პრემიერ ლიგა |
| ემპოლი - ფროზინონე | 18:00 | სერია ბ |
| არსენალი - ბრაიტონი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| ლივერპული - ვულვზი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| უდინეზე - ლაციო | 21:00 | სერია ა |
| ჩელსი - ასტონ ვილა | 21:30 | პრემიერ ლიგა |
| პიზა - იუვენტუსი | 23:45 | სერია ა |
| ეშტორილი - ალვერკა | 00:30 | პრიმეირა ლიგა |









