სანაკრებო შესვენების შემდეგ, გვიბრუნდება საკლუბო ფეხბურთი, თანაც არაერთი საინტერესო დაპირისპირებით. განვიხილოთ, თუ რას გვიმზადებს შაბათის მატჩის დღე.
ნიუკასლი V მანჩესტერ სიტი
პრემიერ ლიგა - ბრწყინვალე ფორმაში მყოფი მან სიტი და კერძოდ ერლინგ ჰოლანდი რთულ მდგომარეობაში მყოფ ნიუკასლ იუნაიტედს ესტუმრება. ინგლისის ჩემპიონატის ლიდერი ლონდონის არსენალია, მისი უახლოესი მდევარი კი მანჩესტერული კლუბი, რომელიც პირველადგილოსანს 4 ქულით ჩამორჩება.
დავუბრუნდეთ ნორვეგიელ თავდამსხმელს, ვის ანგარიშზეც 15 მატჩში უკვე 19 გოლია. მხოლოდ პრემიერ ლიგას თუ ავიღებთ, ვარსკვლავურმა ფორვარდმა შეაგდო 14 ბურთი და უახლოეს მდევარს, იგორ ტიაგოს ის 6 გოლით უსწრებს. ცალკე გამოსარჩევია "ქალაქელთა" ზედიზედ 4 მოგება და ჩემპიონატის ბოლო ტურში განადგურებული ლივერპული.
"კაჭკაჭების" თამაშში კი პოზიტივის პოვნა რთულია - 12 ქულა პრემიერ ლიგის 11 ტურის შემდეგ და მე-14 ადგილი. საპირისპირო მდგომარეობაა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, სადაც "ჯორდებმა" 4-დან 3 თამაში მოიგეს. ლისაბონის ბენფიკასა და ბილბაოს ატლეტიკთან გამარჯვებებმა აჩვენა, სენტ-ჯეიმს პარკის ბინადრებს სოლიდური მეტოქეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ნამდვილად შეუძლიათ.
შაბათის მატჩის დღე
| ბარნლი - ჩელსი | 16:30 | პრემიერ ლიგა |
| უდინეზე - ბოლონია | 18:00 | სერია ა |
| ბაიერნი - ფრაიბურგი | 18:30 | ბუნდესლიგა |
| აუგსბურგი - ჰამბურგი | 18:30 | ბუნდესლიგა |
| ჰაიდენჰაიმი - გლადბახი | 18:30 | ბუნდესლიგა |
| ლივერპული - ნოტინგემი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| ბარსელონა - ბილბაო | 19:15 | ლა ლიგა |
| ფიორენტინა - იუვენტუსი | 21:00 | სერია ა |
| ნიუკასლი - მანჩესტერ სიტი | 21:30 | პრემიერ ლიგა |
| სპორტინგი - მარინენსე | 22:00 | პრიმეირა ლიგა |
| ეშტორილი - ფამალიკაო | 22:00 | პრიმეირა ლიგა |
| სენტ-ეტიენი - ნანსი | 23:00 | ლიგა 1 |
| ნაპოლი - ატალანტა | 23:45 | სერია ა |
| პსჟ - ლე ავრი | 23:55 | ლიგა 1 |
| ვილიარეალი - მალიორკა | 23:55 | ლა ლიგა |









