მიუხედავად იმისა, რომ ვალენსიამ წააგო, ამ გუნდის ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა.
39-ე წუთზე მამარდაშვილმა თერთმეტმეტრიანი აიღო, ჯამში კი 6 ბურთი მოიგერია და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
29 ტურის შემდეგ, მამარდაშვილის ვალენიას 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.









