ბულგარეთთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა.
"თურქეთთან მძიმე მატჩის შემდეგ, ძალები აღვიდგინეთ და მეც და ჩემი თანაგუნდელებიც მზად ვართ, რომ ხვალინდელ მატჩში წარმატებას მივაღწიოთ.
ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ ერთმანეთში ვისაუბრეთ - თურქეთთან შეხვედრაში თავიდან ცოტა კონცეტრავია გვაკლდა, რითიც მეტოქემ ისარგებლა და გაგვიტანა. სწრაფი გოლი ფეხბურთის ნაწილია.
როგორც ვთქვი, ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბულგარეთთან იგივე აღარ განმეორდეს", - განაცხადა დავითაშვილმა









