საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი ლანსსა და ლიონს შორის, სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი ქართველმა ფორვარდმა ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა.
"სეზონის გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანია. დღევანდელ მატჩში კარგად ვითამაშეთ როგორც შეტევაში, ისე დაცვაში და მოგება დავიმსახურეთ.
ვფიქრობ, კიდევ 2-3 გოლის გატანა შეგვეძლო, თუმცა მთავარია, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.
მატჩის წინ, ლაკაზეტიმ მომწერა და მითხრა, რომ ლიონში ისტორიის წერა მე უნდა გამეგრძელებინა. ჩემთვის ამ გუნდში თამაში დიდი პატივია", - განაცხადა მიქაუტაძემ.









