მატჩის წინ კომენტარი საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუს პოიეტმა გააკეთა.
"საბერძნეთში ჩემი მოსვლის შემდეგ, ნაკრებს აკლდა მოგების მენტალიტეტი და ამის გამო, ბევრი მოსაგები თამაში ვერ მოვიგეთ, თუმცა ბოლო პერიოდში ეს გამოსწორდა და შედეგიც სახეზეა.
ევროპის ჩემპიონატამდე ერთ ნაბიჯში ვართ, 100%-ით გარწმუნებთ, რომ ეს მოხდება და ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშებთ.
საქართველოს ნაკრები? - მათზე ყველაფერი ვიცი, რთული მატჩი გველის. საქართველოს შეტევაში საკმაოდ სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს და კონტრშეტევებზე სახიფათოები არიან", - განაცხადა პოიეტმა.











