პოჩეტინომ ლონდონური კლუბი 2023 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ამ სეზონში 51 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 27 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა და 14 წააგო. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ მოახერხა. გუნდმა ასევე ვერც ერთი თასის მოგება ვერ შეძლო.
Premier League
მაურისიო პოჩეტინომ ჩელსი დატოვა

სულ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ მაურისიო პოჩეტინომ ჩელსი დატოვა! ინფორმაციას გავლენიანი ინგლისური წყაროები ადასტურებენ. როგორც ჩანს, ჩელსის უფროსობამ 2023/24 სეზონი უარყოფითად შეაფასა და არგენტინელი მწვრთნელის გაშვება გადაწყვიტა.








