როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. Transfermarkt-ის მონაცემების თანხმად, ახალგაზრდა ვინგერის ფასი არის €90 მილიონი, რითაც ის მსოფლიოს ეროვნული გუნდების ყველაზე ძვირადღირებულ კაპიტნებს შორის მე-4 პოზიციას იკავებს.
ქართველ კაპიტანზე ძვირადღირებულები არიან მხოლოდ კილიან მბაპე (საფრანგეთი, 200 მილიონი ევრო), ფედერიკო ვალვერდე (ურუგვაი, 120 მილიონი ევრო) და დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი, 100 მილიონი ევრო). როგორც ვხედავთ, უშუალოდ ევროპის კონფედერაცია რომ ავიღოთ, პარის სენ-ჟერმენის ვინგერი მე-3 პოზიციაზეც არის.
ეროვნული ნაკრებების ყველაზე ძვირადღირებული კაპიტნები
| კილიან მბაპე | საფრანგეთი | €200 მილიონი |
| ფედერიკო ვალვერდე | ურუგვაი | €120 მილიონი |
| დომინიკ სობოსლაი | უნგრეთი | €100 მილიონი |
| ხვიჩა კვარაცხელია | საქართველო | €90 მილიონი |
| აშრაფ ჰაკიმი | მაროკო | €80 მილიონი |
| ჰარი კეინი | ინგლისი | €65 მილიონი |
| მარტინ ოდეგორი | ნორვეგია | €65 მილიონი |
| კრისტიან პულიშიჩი | აშშ | €50 მილიონი |
| ჯანლუიჯი დონარუმა | იტალია | €45 მილიონი |
| ალფონსო დევისი | კანადა | €45 მილიონი |









