"ამ მომენტისთვის სიახლე არ მაქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ რაიმე სათქმელი მექნებოდა, გამოვიდოდი და გეტყოდით, მაგრამ ახლა მომავალთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს. ვფიქრობ, ევრო 2024-მდე ყველაფერი გადაწყდება.
ოლიმპიადაზე თამაში? - დიდი სიამოვნებით მივიღებდი ამ ტურნირზე მონაწილეობას, მაგრამ ჯერ არ ვიცი ვითამაშებ თუ არა, რადგან ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ. ჩემს მომავალთან ოლიმპიადა კავშირში არაა."









