"ჩემი ნება რომ იყოს, ვინისიუსს კვარაცხელიაზე გავცვლიდი. ეს იქნებოდა გარიგება, რომელიც რეალს მომავალში ბევრ წარმატებას მოუტანდა. როგორ ვხედავ მადრიდელთა შეტევას? კილიანი, როდრიგო და ხვიჩა. რაც შეეხება ჟუნიორის თამაშს, ძალიან ბევრ პრობლემას ვხედავ, პირველ რიგში მენტალურ პრობლემებს.
ჩვენ გვინდა ვიხილოთ ის, რაც იყო ჟირონასთან, თუმცა ბრაზილიელი თავდამსხმელი ყოველთვის ასე შთამბეჭდავად ვერ თამაშობს. ამის გარდა, მას აქვს პრობლემები მომენტების რეალიზაციასთან, რასაც ვერ ვიტყვით ქართველ ვინგერზე. დიდი სიამოვნებით გავცვლიდი ამ ორ მოთამაშეს", - განაცხადა "სამეფო კლუბის" ექს-სკაუტმა.











