მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალში მადრიდის რეალი დორტმუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
მადრიდელთა მხრიდან მესამე გოლი ფრანგმა შემტევმა კილიან მბაპემ გაიტანა. მბაპემ ამ ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩები გამოტოვა და საქმეში 1/8 ფინალიდან ჩაერთო, თუმცა იუვენტუსთანაც და დორტმუნდთანაც შეცვლიდან შევიდა.
სამაგიეროდ, მბაპემ დორტმუნდთან გოლით ისტორიული რეკორდი დაამაყრა და გახდა რეალის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი. რომელმაც ერთ სეზონში 7 სხავდასხვა ტურნირზე გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი.
ამ სეზონში მბაპემ თავი უეფას სუპერთასზე, ლა ლიგაში, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ესპანეთის თასზე, ესპანეთის სუპერთასზე და საკონტინენტთაშორისო თასზე გამოიჩინა.









