ძირითად შემადგენლობაში იყო რეალის ახალწვეული კილიან მბაპე, რომელმაც მორიგი უგოლო მატჩი ჩაატარა და ანტი-რეკორდიც დაამყარა.
მიმდინარე სეზონში, მბაპეს ჯამში მეტოქეთა კარის მიმართულებით 17 დარტყმა აქვს შესრულებული, რაც ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ამ 17 დარტყმიდან კი 0 გოლი აქვს გატანილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მბაპეს მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში საშუალოდ ყველაზე მეტი, 1.8 რეალური მომენტი ექმნება, თუმცა გოლს ვერ იტანს.
ამის გამო, ესპანური მედია და რეალის გულშემატკივრები კილიანს უკვე მკაცრად აკრიტიკებენ. ანჩელოტი კი თავის ფეხბურთელებს იცავს და აცხადებს, რომ ყველაფერი მწვრთნელის პასუხისმგებლობაა.










