ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის ფაზის ბოლო ტურში მადრიდის რეალი ბენფიკას დაუპირისპირდა და 4:2 დამარცხდა.
მადრიდელთა მხრიდან საუკეთესო კილიან მბაპე იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ფრანგი ფეხბურთელის ანგარიშზე 13 გატანილი ბურთია, რითიც კრიშტიანო რონალდუს რეკორდი მოხსნა.
კერძოდ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე/ფაზაში რონალდუს ერთ სეზონში ისტორიაში ყველაზე მეტი, 11 გოლი ჰქონდა გატანილი, მბაპემ კი მას გადაასწრო და 13 დააგროვა.
კილიანი ლა ლიგის ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს და 21 ბურთით საუკეთესოა.









