ლა ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა ვილიარეალსა და რეალს შორის შედგა, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 0:2 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კილიან მბაპე იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა. გამოსარჩევი მეორე გოლი იყო, როცა პენალტი პანენკათი გაიტანა.
ვილიარეალის ქართველი შემტევი ჟორჟ მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.
21 ტურის შემდეგ, რეალს 51 ქულა აქვს და დროებით გალიდერდა, ვილიარეალს კი 41 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.









