ლა ლიგის 2025/26 წლების სეზონის მეორე ტურში, მადრიდის რეალი ოვიედოს ესტუმრა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
შეხვედრის ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 37-ე წუთზე კილიან მბაპემ გახსნა, რომელმაც 83-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და სხვაობა ორამდე გაზარდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე კი თავი ვინისიუს ჟუნიორმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში, 0-3 დააფიქსირა.
ოვიედო 0-3 რეალი
გოლები: 0-1. 0-2 (მბაპე 37', 83'), 0-3 ვინისიუსი (90+3')
ესპანეთის ლა ლიგის მეროე ტურის შემდეგ, სამეფო კლუბს 6 ქულა აქვს, ხოლო ოვიედოს უქულოდ არის. მომდევნო ტურში ჩაბი ალონსოს გუნდი სანტიაგო ბერნაბეუზე მალიორკას უმასპინძლებს.









