ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველი ტურის მატჩების ნაწილი დასრულდა. დღეს, 6 შეხვედრა გაიმართა და ექვსივე საკმაოდ საინტერესო გამოდგა.
მადრიდის რეალი საკუთარ მოედანზე მარსელს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კილიან მბაპე იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა, ორივე თერთმეტმეტრიანი დარტყმით.
დაძაბული იყო ტოტენჰემისა და ვილიარეალის მატჩი. ბრიტანელებმა ანგარიში პირველივე წუთებზე მეკარის შეცდომით გახსნეს, საქმე ბოლომდე მიიყვანეს და 1:0 გაიმარჯვეს. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვილიარეალის ქართველი ფორვარდის, ჟორჟ მიქაუტაძის დებიუტი შედგა, რომელმაც 90 წუთი ითამაშა.
სენსაციური გამოდგა ლისაბონსი გამართული მატჩი, სადაც ყარაბახმა ბენფიკა სტუმრად 2:3 დაამარცხა. უხვგოლიან დაპირისპირებაში კი იუვენტუსმა და დორტმუნდმა ქულები გაიყვეს 4:4.
ჩემპიონთა ლიგის პირველი დღის შედეგები
ბილბაო - არსენალი 0:1
პსვ - როიალ უნიონი 1:3
რეალი - მარსელი 2:1
ვილიარეალი - ტოტენჰემი 1:0
იუვენტუსი - დორტმუნდი 4:4
ბენფიკა - ყარაბახი 2:3









