ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დღითიდღე თვალსაჩინო ხდება, რომ პარიზულ კლუბში მბაპეს სიტუაცია აირია და ლუის ენრიკე მას აღარ ენდობა.
თუ წლების განმავლობაში მბაპე პსჟ-ს მთავარი ლიდერი იყო და სულ 90 წუთი თამაშობდა, ახლა სიტუაცია შეიცვალა.
კერძოდ, მბაპეს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, კილიანს პსჟ-ში სრულად არ უთამაშია, გუშინ კი, მარსელის წინააღმდეგ მატჩში, 65-ე წუთზე შეცვალეს.
რეალში გადასვლის დადასტურების შემდეგ, ენრიკემ მბაპე ნანტთან მხოლოდ 29 წუთი, რენთან 64 წუთი, მონაკოსთან 45 წუთი, რეიმსთან 18 წუთი, მარსელთან კი 65 წუთი ათამაშა.









