ლონდონის ჩელსის ყოფილმა მცველმა, ფრანკ ლებეფმა კილიან მბაპესა და პარის სენ-ჟერმენზე ისაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ფრანგი ფორვარდის წასვლის შემდეგ, პსჟ გახდა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი, იქამდე კი ამ გუნდის მთავარი პრობლემა ვარსკვლავური შემტევი იყო.
"ხალხი თვლის, რომ პარის სენ-ჟერმენი ვერასდროს გახდებოდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, იქამდე, სანამ ამ გუნდში მბაპე იქნებოდა. ენრიკემ უარი თქვა მესიზე, ნეიმარსა და კილიანზე, მათ გარეშე კი მსოფლიოს საუკეთესო გუნდი შექმნა. ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს.
ფეხბურთი არ არის კონკრეტული ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობა, ეს არის ქიმია, რომელიც მთელ გუნდს შორის უნდა არსებობდეს. მეეჭვება, რომ "ლურჯ-წითლებს" 2025 წელს მოგებული ტიტულები ფრანგ ფორვარდთან ერთადაც მოეპოვებინათ."









