როგორც მოგეხსენებათ, ვილიარეალმა ლევანტე გიორგი მიქაუტაძის გოლით დაამარცხა. ახალგაზრდა თავდამსხმელს ამ სეზონის 29 მატჩში უკვე 10 ბურთი დაუგროვდა. ამის გარდა, გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ ქართველი ფორვარდი 2026 კალენდარულ წელს პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორია.
"ყვითლების" თავდამსხმელმა უკვე მოასწრო ხუთი გოლის გატანა, ისევე როგორც კილიან მბაპემ, მიკელ ოიარსაბალმა, ანტე ბუდიმირმა და ბორხა იგლესიასმა. პრიმერა დივიზიონში არის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც 2026 წელს შეაგდო "სუბმარინას" მე-9 ნომერზე მეტი ბურთი: ვედატ მურიქიმ, 7 გოლი.
ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები 2026 წელს
| ვედატ მურიქი | 7 გოლი |
| გიორგი მიქაუტაძე | 5 გოლი |
| კილიან მბაპე | 5 გოლი |
| მიკელ ოიარსაბალი | 5 გოლი |
| ანტე ბუდიმირი | 5 გოლი |
| ბორხა იგლესიასი | 5 გოლი |









