მეცის ყოფილმა მეკარემ, ალექსანდერ უკიჯამ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა კარის დარაჯმა გაიხსენა რამდენიმე ინციდენტი ფრანგ ფორვარდთან, მაშინ, როცა ის პარის სენ-ჟერმენში თამაშობდა. ალჟირელი გოლკიპერის თქმით, მოწინააღმდეგეები ხშირად ისმენენ მადრიდის რეალის შემტევისგან შეურაცხყოფას.
"მბაპე მიეკუთვნება ადამიანების იმ კატეგორიას, ვინც თავს ხელშეუხებლებად თვლიან. მასთან მქონდა რამდენიმე უსიამოვნო ინციდენტი, რის შედეგადაც კილიანი როგორც პიროვნება, ისე გავიცანი. როდესაც აგებ, ის გეხმარება, მაგრამ თუ მას თამაში არ მისდის, ყველანაირი შეურაცხყოფის მკადრებელი ხდება.
ფრანგი თავდამსხმელი ლანძღავს არა მხოლოდ მეტოქეებს, არამედ მათ დედებსაც. ერთხელ მან განმიცხადა, რომ უნდა მომეკეტა, რადგან პატარა მოთამაშე ვიყავი. ცოტა მაკლდა, რომ პარის სენ-ჟერმენის ფორვარდისთვის სახეში დამერტყა, მაგრამ შემდეგ გავიფიქრე, რომ ეს ყველაფერი გაძევებასა და არეულობას გამოიწვევდა."









